"დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?

"დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?

სამედიცინო სფეროში ფინანსური მანიპულაციები რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არც ისე დიდი ხნის წინ დაადასტურა პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებითაც, საყოველთაო ჯანდაცვა საავადმყოფოებისთვის გამდიდრების წყაროდ იქცა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სახელმწიფო დაზღვევის პირობები შეიცვალა კიდეც, თუმცა, ჩნდება ეჭვი, კლინიკებმა ახალი ფინანსური სქემები შექმნეს - პაციენტებს ისეთი სტანდარტებით უთვლიან მკურნალობის ხარჯებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ და აიძულებენ, ფინანსური დახმარებისთვის მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს. სავარაუდოდ, ამ მეთოდს კლინიკები იმ სახელმწიფო სახსრების კომპენსაციისთვის იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფო დაზღვევის პირობების შეცვლის შედეგად ჩამოაკლდათ.

ორი თვის წინ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი­ სამედიცინო დაწესებულების მიერ ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალებზე თავად გვიყვება:

- 2017 წლის 25 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის დედათა­ და ბავშვთა ცენტრი­დან თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 16 წლის ნანა ეშმაკურა­შვილი გადმოიყვანა. მოზა­რდი თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვას უჩიოდა. ნანას ბებიას კლინ­იკის მისაღებშივე სთ­ხ­ოვეს შეხვედრა მე­ნეჯერთან, რომელმაც­ აუხსნა, რომ პაციენტს 3-4 დღე დააკვირდებოდნენ, ჩაუტარებდნენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას­ და ამ სამედიცინო პროცედურების ღირებულება­ 645 ლარი იქნებოდა.

შეშინებული ბებია, რომელიც ნანიკოსთან ერთად უდედოდ დარჩენილ კიდევ ორ შვილიშვილს ზრდის, დათანხმდა, მით უმეტეს, აუხსნეს, რომ მოზარდს, შესაძლოა, სიმსივნური დაავადება ჰქონდა და თავბრუსხვევაც ამით ყოფილიყო გამოწვეული. ნანას იქვე სისხლის ანალიზი გაუკეთეს - ეს იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც მას სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდა.

მეორე დილით ბებია მენეჯერმა დაიბარა, გადასცა ე.წ. ფორმა #100 და გამოუცხადა, რომ 1785 ლარი და 60 თეთრი უნდა გადაეხადა. პაციენტის პატრონს მისცეს შესაბამისი ანგარიშფაქტურაც (N#5180) და კალკულაცია, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 25-26 სექტემბრის ხარჯებს და არ იყო მითითებული, რაში რა დაიხარჯა იმ ორ დღეში.

შეშფოთებულმა ბებიამ იკითხა, წინა საღამოს მისაღებში მენეჯერმა ხომ 645 ლარი მითხრა, ახლა რა შეიცვალა ან ამდენი­ ფული საიდან უნდა მოვიტანოო, რაზეც მენე­ჯერმა ცინიკურად უპასუხა: რა პრობ­ლემაა?! თუ არა გაქვთ, მიდექ-მოდექით, მიაკითხეთ სახელმწიფო უწყებებს და დაგაფინანსებენო. ამ საუბარს ბავშვიც შეესწრო და, ნერვიულობისგან აკანკალებული, ბებიას ბოდიშს უხდიდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩააგდო.

- კლინიკამ არ დაასაბუთა, ფაქტობრივად გასამმაგებული თანხა რატომ მოითხოვა?

- სწორედ ამის გარკვევას ვითხოვ უკვე ორ თვეზე მეტია და კლინიკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ეშმაკურაშვილების ოჯახს 2008 წლიდან ვიცნობ. ისინი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ფხვენისში ცხოვრობენ. "აგვისტოს ომის" დროს კი, დევნილობისას, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გვერდით, სხვა დევნილებთან ერთად, სკოლის შენობაში დააბინავეს. მაშინ ჩვენი სამსახური შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დევნილებს, მათ შორის, ეშმაკურაშვილების ოჯახს. სწორედ მას შემდეგ მოქალაქეობ­რივ ვალად მივიჩნევ მათ გვერდით დგომას. მით უმეტეს, რომ ეშმაკურაშვილების ოჯახის ერთ-ერთი ბავშვის ნათლიაც ვარ.

ნანას ბებიამ იაშვილის კლინიკაში მისვლიდან მეორე დღეს შეშფოთებულმა დამირეკა, თბილისში ვართ, ნანიკო საავადმყოფოში დავაწვინეო... სასწრაფოდ კლინიკაში მივედი და პირველი, რამაც გამაოცა, მოუწესრიგებელი პალატა იყო, მაგიდას ცალი ფეხი მომტვრეული ჰქონდა და რომ არ წაქცეულიყო, ცალი კუთხით წყლის ნიჟარაზე იყო შემ­ოდებული. არ ველოდი კლინიკას ასეთი მოუწესრიგებელი პალატა თუ ექნებოდა  განაგრძეთ კითხვა

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

აჭარა "მწვანე ზონაა" - რეგიონში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი განიკურნა

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე