ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაელ შუმახერის შვილთან

ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაელ შუმახერის შვილთან

მიკი 18 წლისაა და მიხაელ შუმახერის შვილია. AUTO BILD-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პატარა შუმი ყველაფერზე გულახდილად საუბრობს.

საჭესთან 2008 წლიდან ზის. მაშინ მიკი მხოლოდ 11 წლის იყო. ახლა კი, როგორც იქნა, მართვის მოწმობაც აიღო. თავის დროზე, ავტომობილის მართვა დედის წითელ "გოლფზე" ისწავლა, რომელსაც 54 ცხენის ძალა ჰქონდა. დღეს, მიკ შუმახერი ჩვენთან Mercedes GLS 63 AMG-ით მოვიდა, რომელსაც 585 ცხენის ძალა აქვს. ეს მანქანა იმდენად დიდია, რომ გამხდარი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მასში თითქმის დაკარგული ჩანს, მაგრამ როცა გაზს აძლევს და V8 ბიტურბო თავისი საქმის გაკეთებას იწყებს, მიკ შუმახერს სახეზე კმაყოფილება ეტყობა. პატარა შუმი "ოქროს საჭის" ჟიურის წევრი გახლდათ და ჩვენ მასთან ერთად, ბალოკოში მდებარე "ფიატის" ტრეკს ერთი წრე დავარტყით.

- მართვის მოწმობა ახლახან აიღეთ. რომელ მანქანაზე ჩააბარეთ გამოცდა?

- "შკოდა" იყო. ოღონდ, არ მახსოვს რომელი. მარტში დავიწყე და აპრილში უკვე მართვის მოწმობა მქონდა. ჩვეულებრივად ვიარე სკოლაში - როგორც სხვები დადიან.

- მასწავლებელს მართვის თქვენი სტილის არ ეშინოდა?

- მასწავლებელი მეც ისე მექცეოდა, როგორც სხვებს. ცხადია, მე დამწყები არ ვიყავი, მაგრამ მაინც. თეორიისა და პრაქტიკის გაკვეთილებიც ზუსტად ისე გავიარე, როგორც სხვები გადიან. ხომ იცით, შვეიცარიაში ვცხოვრობ და იქ თეორიის ჩაბარება 17 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ამრიგად, 18 წლიდან უკვე მანქანის მართვა შემეძლო, მაგრამ ჩემს მანქანას L ეწერა, რაც ასე იშიფრება: Learner (მოსწავლე). მერე კი, როცა პრაქტიკასაც ჩააბარებ, L შეგიძლია მოაშორო განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი