მეტროს მატარებლები პიკის საათებში 2,5 წუთში ერთხელ იმოძრავებენ

მეტროს მატარებლები პიკის საათებში 2,5 წუთში ერთხელ იმოძრავებენ

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" პიკის საათებში, მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ამჟამად არსებული 3,5 წუთიანი ინტერვალის 2,5 წუთამდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალის შემცირება პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის უკეთ მომსახურების მიზნით იგეგმება, რაც ვაგონების ახალი შემადგენლობის შემოყვანით, ასევე ვაგონების შემადგენლობის მოდერნიზება-კაპიტალური შეკეთებით მოხდება.

"პიკის საათში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთი გვაქვს. თუმცა, ორი ახალი შემადგენლობის შეძენისა და კიდევ ორი ახალი შემადგენლობის მოდერნიზების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წთ შემცირდება", - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუტეტის პროექტით, დაახლოებით 14 მლნ ლარია გათვალისწინებული. მატარებლების ახალი შემადგენლობის შემოყვანაზე ტენდერი გამოცხადდება.

კობახიძემ ასევე მეტროსადგურებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშოებზეც ისაუბრა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ასევე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 10 მეტროსადგურისთვის სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს.

სარემონტო სამუშოები "ვაგზლის მოედანის" სამივე სადგურს, ასევე, "ისნის", "რუსთაველის", "თავისუფლების", "მარჯანიშვილის", "წერეთელის", "სამედიცინოსა" და "ნაძალადევის" მეტროსადგურებს ჩაუტარდებათ. "რუსთაველის", "თავისუფლებისა" და "მარჯანიშვილის" მეტროსადგურებს ძველი იერსახე შეუნარჩუნდებათ, თუმცა ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ახალი ელემენტების შეტანას ვაპირებთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯამში მეტროსადგურების სარემონტო სამუშოებისთვის 10 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი