უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 13 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, დიდუბის და ნაძალადევის რაიონებში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 03:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მირცხულავას, კერესელიძის, გოგოლაურის, გუდაუთის, დიდუბის, ვანის, ელიავას, გაფრინდაულის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სპირიდონ კედიას, აგლაძის, ცემის, ხოშარაულის, გიორგი კვინიტაძის, დავით ყიფიანის, ქუთაისის, სოხუმის, კოსმონავტების, გვეტაძის, სამტრედიის, სტანისლავსკის, იროდიონ ევდოშვილის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ხოშარაულის, წყალტუბოს, აგლაძის, სამტრედიის, სტანისლავსკის, ელიავას, მირცხულავას, გუდაუთის, უზნაძის, წინამძღვრიშვილის, არჩილ ქურდიანის, ტრანსპორტის, სერგი ჭილაიას, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუას, ტყიბულის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, გიორგი კვინიტაძის, კოსმონავტების, ტრაქტორის, ცისარტყელას, თორნიკე ერისთავის, პროლეტარის, ბაღის, კარალეთის და ხვინგიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, სოფელი დიღმის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკეში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ვახტანგ ლეჟავას, გიორგი წერეთლის, ყიფშიძის, მიშველაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ბარნოვის ჩიხის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, დარიალის, ფალიაშვილის, თენგიზ ახმეტელის, ბერძენიშვილის, მიშველაძის, რაზმაძის, კავსაძის, მოსაშვილის, გიორგი მუხაძის, ცხვედაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისანში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მუხიანის IVა მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ალეკო გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი