ქართველი რეჟისორი, რომელიც გერმანიაში ვენახს უვლის - "ამ ქვეყანამ წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში არაფრის შანსი აღარ მქონდა"

ქართველი რეჟისორი, რომელიც გერმანიაში ვენახს უვლის - "ამ ქვეყანამ წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში არაფრის შანსი აღარ მქონდა"

საქართველოდან უცხოეთში უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი წასულა და დამკვიდრებულა. ჩვენი წარმატებული თანამემამულე, რეჟისორი ლაშა ონიანი უკვე 25 წელიწადია გერმანიაში, (ზაარბრიუკენი) ოჯახთან ერთად ცხოვრობს და საქმიანობს.

"25 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. აქ ცხოვრება რეალიზმზეა აწყობილი - არსებობს იდეების ხორცშესხმის რეალური შესაძლებლობა, შრომა ფასდება, ადამიანის ღირსების პატივისცემა ჩვეულებრივი ამბავია. შრომა ეკონომიკური მდგომარეობის, ხელფასის გარანტიაა. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა, რომელმაც ყოველგვარი "პატრონების"­ გარეშე წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში აღარაფრის შანსი აღარ მქონდა. მასწავლა ისიც, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანა სუფთა და მოვლილი, რაც სამშობლოს სიყვარულის ტოლფასია!" - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ლაშა ონიანს, გერმანიაში, საკუთარი სახლის აივანზე იმ რაოდენობის ყურძენი მოჰყავს, რომ მისგან მშენიერ ღვინოსაც აყენებს.

"საკმაოდ მოზრდილი საკუთარი სახლი მაქვს, კოხტა ეზოთი და ტერასა ქოლგით, სადაც ქოთნებში ბევრ მცენარეს ვახარებ და ისინიც იქაურობას ალამაზებენ. მათზე ზრუნავს მთელი ოჯახი...

სახლი რომ ვიყიდე,  ეზოში ვაზი დამხვდა - არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. დორნფელდერის ჯიშია. მოვუარე - ვრწყავდი, ვსხლავდი, ტოტებს მიმართულება მივეცი, ჩვენებურად ტალავერი გავმართე და ტერასაზე ამოვიყვანე. გაიხარა და გაალამაზა გარემო. 90-110 კილოგრამი ყურძენი იკრიფება. მოსავალი მეზობელ ქალაქში, კობლენცში მეგობართან, ამირან უჯმაჯურიძესთან მიმაქვს და ვწურავთ. სასიამოვნო სურნელის, ზომიერად მათრობელი ღვინო გამოდის", - აღნიშნავს ლაშა ონიანი.

- როგორც ჩანს, მიწის დამუშავება გიყვართ...

- უდროობის გამო მხოლოდ ქოთნის მცენარეების მოვლას ვახერხებ. მიწას ხშირად ვუვლი - ეს მათთვის ჰაერივით აუცილებელია. ამ საქმეში ოჯახის წევრებიც მეხმარებიან. ჩვენს მიერ გამწვანებულ გარემოში ყოფნა გვსიამოვნებს. განსაკუთრებით ხშირად საქართველოდან ჩამოსული მეგობრები მოდიან. სტუმრებს ვერანდაზე ვმასპინძლობ.

კარგი იქნება, ადამიანებმა გარშემო რაც შეიძლება ბევრი მწვანე საფარი შეიქმნან, ბევრი ხე დარგონ, ბევრი ყვავილი გაახარონ როგორც მიწაზე, ასევე შენობებზე, ხიდებზე, მოაჯირებზე. სილამაზე დადებითად მოქმედებს თითოეულ ადამიანზე, განსაკუთრებით, დღეს, აჩქარებული ტემპის მქონე ყოფაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო