დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"

დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"

ფიქრია შველიძე ახალი წლის ღამეს მეუღლის პენსიით ნაყიდი პროდუქტებით შეხვდება. ამბობს, რომ მთელი ოჯახი პირველი ჯგუფის ინვალიდისთვის გათვალისწინებული თანხის კმაყოფაზეა. ორი შვილიდან, ერთი სტუდენტია, მეორე კი, - სკოლის მოსწავლე. ბავშვები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კარალეთის დევნილთა დასახლებაში გაიზარდნენ.

"უმცროსი გოგონა 4-წლის იყო, როცა წამოვედით კეხვიდან. ბიჭი - 13 წლის იყო. ფაქტობრივად, აქ გაიზარდნენ. ამჟამად, ჩემი მეუღლის პენსიის კმაყოფაზე ვართ. ზამთარში ძალიან ბევრი მიაქვს გათბობისა და დენის ხარჯს. ეკონომიურად რომ დავხარჯოთ დენიც და გაზიც, ის პენსია მთლიანად კომუნალურ ხარჯს მიაქვს" - ამბობს ფიქრია შველიძე.

ისინი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვიდან არიან. იხსენებს, რომ დევნილობიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები ჰქონდათ:

"იყო მაგალითად ასეც, რომ 50 ლარს მთავრობა იხდიდა. ესეც დიდი შეღავათი იყო ჩვენთვის. ამჟამად, შეღავათები საერთოდ არ არის." - ამბობს ჩვენი მასპინძელი.

დევნილებისთვის უკვე მეათე წელი იწყება, რაც სახლკარი დატოვეს. მე-9 ახალ წელს თითქმის უიმედოდ ხვდებიან.

"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს" - ამბობს ოჯახის დიასახლისი...წაიკითხეთ ვრცლად, ასევე იხილეთ სიუჟეტი qartli.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი