დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან ნარჩენების გატანა 21:00 საათიდან მოხდება

დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან ნარჩენების გატანა 21:00 საათიდან მოხდება

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან ნარჩენების გატანა ღამით, 21:00 საათზე მოხდება. ამის შესახებ ბითაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბითაძის ინფორმაციით, საპოლიტე პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლოა, ნარჩენები სხვა უბნებიდანაც ღამის საათებში გაიტანონ.

"მერის დავალების შესაბამისად, ორი კვირის ვადაში შემუშავდა ნარჩენების ღამით გატანის საპილოტე რეჟიმზე გადასვლის გარკვეული ჩარჩო, რომელსაც დეტალურად კვირის ბოლოს წარმოვადგეთ. მომავალი კვირიდან დავუწყებთ საზოგადოების ინფორმირებას გარკვეული სქემების, მარშრუტების, დროისა და რეჟიმების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნება დასუფთავების მანქანების ღამით მუშაობასთან. დაგვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა იმ უბნებში, სადაც საპოლოტე პროექტი განხორციელდება. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იქნება. მას შემდეგ, რაც საპილოტე პროექტი განხორციელდება ცენტრალურ უბნებში და ქუჩებში, ეს შეიძლება განხორციელდეს თბილისის სხვა უბნებშიც. პროცესის დაწყების თარიღი გვეცოდინება უახლოეს დღეებში. ზოგადად კი, 21:00 საათის შემდეგ მოხდება ნაგვის ურნების დაცლა," - განაცხადა ბითაძემ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი