ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გერმანული სერიალისთვის მუსიკა შექმნა

ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გერმანული სერიალისთვის მუსიკა შექმნა

ლევან ბაშარული გერმანიაში 2008 წელს გაემგზავრა. რთული პერიოდის შემდეგ მისი, როგორც კომპოზიტორის წინსვლა დაიწყო და 2015 წელს გერმანიაში "წლის საუკეთესო კომპოზიტორად" აღიარეს. ლევანი დღეს უკვე არაერთი ქართული თუ უცხოური ფილმისა თუ სპექტაკლის მუსიკის ავტორია. გარდა მუსიკის შექმნისა, სხვადასხვა ქვეყანაში უნიკალურ პროექტებს ახორციელებს. მის მიერ განხორციელდა თვალწარმტაცი შოუ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, რომელიც მაყურებელს 11 საათის განმავლობაში აოცებდა. ლევანმა ახლახან მუსიკა ცნობილი გერმანული სერიალისთვის შექმნა, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით გერმანიის ტელეარხებს შორის ყველაზე რეიტინგულ არხზე იქნება ნაჩვენები. ლევანს სიახლეებისა და მიღწეული წარმატების შესახებ სასაუბროდ გერმანიაში დავუკავშირდით...

- საერთოდ, ბოლო დროს კინოინდუსტრია აქტიურადაა მიმართული სერიალის ჟანრისკენ. სერიალისთვის მუსიკის შექმნის სურვილი ყოველთვის მქონდა და როცა მასზე მუშაობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. სერიალი სახელად "Mარიე ფანგტ Fეუერ" სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით წელიწადში ორჯერ, გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ სახელმწიფო ტელეარხზე გადის, რომელიც რეიტინგით სატელევიზიო არხებს შორის პირველ ადგილზეა. მასში არაერთი გერმანელი კინოვარსკვლავი მონაწილეობს. მომავალი სერიების მუსიკაზე მუშაობა უკვე შემომთავაზეს.

- ფილმთან შედარებით, სერიალზე მუშაობას სხვა სპეციფიკა აქვს?

- დიახ, ის უფრო განსხვავებულ ნიუანსებზეა აგებული, ვიდრე ფილმის მუსიკა. მე ორივე ელემენტის სინთეზი გამომივიდა. სხვათა შორის, ვიოლინოს პარტია ქართველმა წარმატებულმა მევიოლინემ, ია დავითაშვილმა შეასრულა. მან დაახლოებით 14 წლის წინ, თბილისის კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე ჩემ მიერ დაწერილი ნაწარმოები შეასრულა.

- როდის და რა მიზნით წახვედით გერმანიაში?

- გერმანიაში 2008 წლის ივლისში ჩამოვედი. აღმოჩნდა, რომ ვისი მიწვევითაც წავედი, ჩემი დახმარება აღარ დასჭირდა. გამოსავალი თავადვე მოიფიქრა - მის შვილებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს ვუტარებდი, დედას კი ბაღის საქმეებში ვეხმარებოდი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ეს ქალბატონი ალკოჰოლდამოკიდებული გახლდათ და ხშირად, არაადეკვატური ქცევა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტის შეწყვეტა აზრადაც არ მომსვლია, რადგან ეს ჩემს სამომავლო გეგმებს შეაფერხებდა. ეს ქალბატონი, რატომღაც, გამუდმებით ცდილობდა ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა. მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი მიუნხენის კონსერვატორიაში. რამდენიმე წლის შემდეგ, გერმანიის წლის მთავარ კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე "გერმანიის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის" ნომინაციაზე წარმადგინეს და გამარჯვებულადაც გამომაცხადეს...

- ეს ცერემონია 2015 წელს გაიმართა... კონკრეტულად თქვენ მიერ შექმნილი რომელიმე ნაწარმოების მიხედვით ხომ არ გამოგარჩიეს სხვა კომპოზიტორებისგან?

- ჟიურის რამდენიმე წევრს მოსმენილი ჰქონდა ჩემი სიმფონიური პოემა - "ომის შემდეგ" მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ასევე, მხატვრული ფილმები, რომელთა შორის განსაკუთრებით Luis Trenker-ს გაუსვეს ხაზი. ამ ფილმის მუსიკა 2015 წელს დავწერე. ეს გახლდათ წლის ერთ-ერთი გახმაურებული, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ერთობლივი პროექტი. ლუის ტრენკერი მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელ-იტალიელი მთამსვლელი რეჟისორი გახლდათ, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე საავტორო შოუ მიჰყავდა. შექმნა მრავალი საკულტო ფილმი. მის სახელს ჰიტლერის ცოლის, ევა ბრაუნის დღიურების გაყალბება და ამერიკელ პროდიუსერებზე მიყიდვა უკავშირდება. ფილმში სწორედ ეს ფაქტებია ინსცენირებული. ფილმის პრემიერამ, ისევე როგორც შემდგომმა პერიოდმა, დიდი სკანდალით ჩაიარა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი