"ამტკიცებენ, რომ კატასტროფულად მკაცრი ზამთარი გველის, მსურს მოსახლეობა დავამშვიდო" - ამინდის ვრცელი პროგნოზი სვეტლანა ნიორაძისგან

"ამტკიცებენ, რომ კატასტროფულად მკაცრი ზამთარი გველის, მსურს მოსახლეობა დავამშვიდო" - ამინდის ვრცელი პროგნოზი სვეტლანა ნიორაძისგან

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წლევანდელი ზამთარი საკმაოდ მკაცრი და ცივი იქნება - იმდენად ცივი, რომ ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მკითხველს ამ საკითხზე ესაუბრება:

- ზამთრის სეზონის დადგომამდე ხშირად ვრცელდება ასეთი ინფორმაცია: ამტკიცებენ, რომ კატასტროფულად მკაცრი ზამთარი გველის, რომ ტემპერატურა დაეცემა და ა.შ... მე პანიკის დათესვის წინააღმდეგი ვარ და მსურს მოსახლეობა დავამშვიდო: ათიოდე დღის წინ ხორვატიაში სინოპტიკოსთა დიდი ფორუმი გაიმართა, რომელიც ყოველ წელიწადს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ამ ფორუმზე სპეციალისტები ამინდის გრძელვადიან პროგნოზს ადგენენ და მას ყოველთვის ესწრება გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოდან. წელს ხორვატიაში თქვეს: 2017-2018 წლის ზამთარი არ იქნება ძალიან მკაცრი - ეს ეხება არა მარტო კავკასიის რეგიონს, არამედ ევროპის ქვეყნებსაც. უფრო მეტიც, წლევანდელ ზამთარში ტემპერატურა ჩვეულებრივზე 1 გრადუსით მაღალი იქნება ან ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება.

- საინტერესოა, როდის აღინიშნა ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში?

- ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 24 გრადუსი თბილისში 1883 წელს დაფიქსირდა, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. როგორც სინოპტიკოსს, საკმაო გამოცდილება მაქვს და გამორიცხულია, წელს თბილისში ასეთი დაბალი ტემპერატურა იყოს. საქართველოს მთაში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბლაც ეცემა, მაგრამ თბილისში ასეთი დაბალი ტემპერატურა ბოლო ათწლეულებში არასოდეს ყოფილა. სინოპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო, ხოლო 2013-2014 წლებში თბილისში -14 გრადუსი ყინვაც დაფიქსირდა, ოღონდ, -20 გრადუსი - არა. ისე კი, ისეთ კლიმატურ ზონაში ვცხოვრობთ, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი საკმაოდ ცივი თვეებია, თუმცა ანომალიები ყოველთვის იყო და მომავალშიცაა მოსალოდნელი. მაგალითად: იყო წლები, როცა იანვარში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღალი იყო და ისე თბილოდა, რომ ტყემალი აყვავდა. ყოფილა შემთხვევა, მაისში თოვლი რომ მოსულა - ეს უკვე ანომალიაა, რომლისგანაც დაზღვეული არა ვართ. მსგავსი ანომალიები ადრეც ყოფილა, თორემ ზამთარში ყინვა და სიცივე სავსებით ნორმალური მოვლენაა ჩვენი რეგიონისთვის.

- ასეთ ანომალიებს წელსაც ხომ არ უნდა ველოდოთ?

- რაღაც გადახრები ალბათ მოსალოდნელია - შესაძლოა ტემპერატურამ ძალზე დაიწიოს ან აიწიოს. ამას წინასწარ ვერც ერთი სპეციალისტი ვერ განსაზღვრავს. საერთოდ, სეზონის პროგნოზი ძალიან რთული გასაკეთებელია. უკვე რა ხანია მუშაობენ სპეციალისტები მთელ მსოფლიოში, მაგრამ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება მაინც ჭირს: რთულია წინასწარ განსაზღვრო, როგორი ამინდი იქნება ერთი თვის ან რამდენიმე თვის შემდეგ. შეუძლებელია, ეს პროგნოზი ისევე ზუსტი იყოს, როგორც 7-10 დღის პროგნოზია. მხოლოდ ზოგადი პროგნოზის გაკეთება შეიძლება, ხორვატიაშიც ზოგადი დასკვნა გააკეთეს, რომ წლევანდელი ზამთარი მკაცრი არ იქნება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი