ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე

ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე

15 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, პალიტრა მედიის პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო. საახალწლო ნაძვის ხესთან მისულ სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებიათ საუკეთესო ქართული ღვინოები და ხმა მიეცათ სასურველი ღვინის სახეობისთვის.

"დღეს უკვე ოფიციალურად აინთო საახალწლო ნაძვის ხე, ჩვენ წარმოვადგენთ პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ". სწორედ 10 რჩეული ღვინის სახეობა გამოვლინდება ხმის მიცემის შემდეგ. ხმის მიცემა ყველას შეუძლია როგორც ღვინის ბრმა დეგუსტაციისას, ასევე ონლაინ რეჟიმში ვებგვერდებზე - allwine.ge და ambebi.ge.

დღეს წარმოდგენილი გვაქვს 23 სახეობის რჩეული ქართული ღვინო და ამ ღვინოებიდან ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ამოირჩიონ მათი საყვარელი 10 ღვინის სახეობა", - განაცხადა საუბრისას Allwine.ge-ის პროექტის მენეჯერმა მარიკა ომანიძემ.

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა უკვე 100 000-მდე ადამიანმა მიიღო. მსურველებისთვის სახეობების არჩევის გასამარტივებლად კიდევ იგეგმება დეგუსტაციები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, კარგად გაეცნონ ღვინის სახეობებს და გამოავლინონ თავისი რჩეული ღვინო, რომელსაც შემდეგ პროექტის ფარგლებში მისცემენ ხმას.

პროექტი ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი. პროექტის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში. ამიტომ, ყველას ჩართულობა აუცილებელია, ვინც აფასებს ქართულ კულტურას, ღვინოსა და ჩვენს უძველეს ტრადიციას.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი