გერმანელი გოგონა, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა, ახლა კი სიკვდილით დასჯა ელის, დედას შეხვდა

გერმანელი გოგონა, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს"  შეუერთდა, ახლა კი სიკვდილით დასჯა ელის, დედას შეხვდა

მოზარდი გოგონა, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა და ჯიჰადისტი გახდა, ერაყში გამართულ სასამართლო პროცესზე დედას შეხვდა.

ლინდა ვენცელი 15 წლის იყო, როდესაც გერმანია დატოვა და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს გაჰყვა ცოლად, რომელიც ინტერნეტით გაიცნო.

ლინდას დედა 1 წლის მანძილზე არ ჰყავდა ნანახი. გოგონამ განაცხადა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით, ISIS-ის წევრი გამხდარიყო, ცხოვრება დაინგრია. გოგონას, დიდი ალბათობით, სიკვდილით დასჯა ემუქრება.

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მივიღე ასეთი სულელური გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი. ცხოვრება დავინგრიე," - უთხრა გოგონამ დედას.

ლინდას თავსაბურავი და მუქი ფერის ისლამური კაბა ეცვა. დედამ, კატარინამ მას გადასცა პატარა რბილი სათამაშო იმ დროის გასახსენებლად, როდესაც ოჯახი მშვიდად და ერთად ცხოვრობდა გერმანიაში.

ლინდა აბუ უსამა ალ-შიშანიზე იყო დაქორწინებული. ალ-შიშანი ჩეჩენი მებრძოლი იყო ავსტრიიდან, რომელიც ერთ-ერთი შეტაკების დროს სახელისუფლებო ძალებმა მოკლეს.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლინდა ქალების სხვადასხვა კვარტალში ცხოვრობდა და სახლიდან მისი გამოსვლა ძალიან რთული იყო.

ივლისში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ ერაყელ ჯარისკაცებს მოსულში დაჭრილი ლინდა დახეული ტანსაცმლით კვარტლიდან, რომელსაც მანამდე "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა. მომდევნო თვეს მისი სასამართლო პროცესი ბაღდადში გაიმართა, რადგან ერაყს არ აქვს ექსტრადიციის შეთანხმება გერმანიასთან.

ლინდას ოჯახის წევრები მოითხოვენ, გოგონა გერმანიაში გაასამართლონ, რათა სასჯელი "ადეკვატური იყოს".

წყარო mirror.co.uk

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი