მსოფლიო პატრიარქი - შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის

მსოფლიო პატრიარქი - შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით, აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა "იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეკლესიებში ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისურვებს, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები.

"ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული. ეკლესიურად მიგვაჩია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას.

ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უწმინდესობასთან, გვითხრა, რომ გავგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, ან შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი.

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვედლთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არსდროს შელახოს ეს საზღვრები",- განაცხადა ბართლომე პირველმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი