"გილოცავ, ნათია! საქართველო ამაყობს შენით!" - პრეზიდენტი და პრემიერი ნათია თოდუას ულოცავენ

"გილოცავ, ნათია! საქართველო ამაყობს შენით!" - პრეზიდენტი და პრემიერი ნათია თოდუას ულოცავენ

გერმანულ სატელევიზიო შოუში The Voice გამარჯვებას ნათია თოდუას საქართველოს პირველი პირები ულოცავენ. კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა "ფეისბუქზე" გამარჯვება თოდუასთან ერთად მთელ ქვეყანას მიულოცეს. 

21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. გოგონამ, რომელიც ორი თვეა რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.

თბილისში დაბადებულმა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაზრდილმა გოგონამ, გალის მე-13 სკოლა დაამთავრა. მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია და 17 წლის ასაკში მის პირველ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

21 წლის ნათია თოდუას გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ჯერ ქართულ "იქს ფაქტორში" სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული "ახალი ხმა"...

იხილეთ ვიდეო: გერმანული Voice-ს გამარჯვებული ნათია თოდუა გახდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი