გაიცანით ქართველი მოლაშქრე, რომელიც ხეზე დაქორწინებას აპირებს - "სახლში იციან როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ"

გაიცანით ქართველი მოლაშქრე, რომელიც ხეზე დაქორწინებას აპირებს - "სახლში იციან როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ"

როგორც თავად ამბობს, მთელი საქართველო ფეხით შემოიარა და რაც უფრო მეტს დადის, უფრო მეტ პრობლემას აწყდება ბუნებაში, მოსახლეობაში, ყოველდღიურობაში და წუხს, რომ რაც უფრო პოპულარული ხდება ესა თუ ის ადგილი, მით უფრო სწრაფად იცვლება იქაურობა, ოღონდ - ცუდისკენ. ახალგაზრდა მოლაშქრემ, მირიან თედორაძემ ტყის განადგურებისგან გადასარჩენად, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო, ხეზე დაქორწინებას აპირებს, რათა საზოგადოებას დაანახვოს, რომ მცენარე ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია და მწვანე საფრის განადგურებით, საკუთარ თავსაც ვანადგურებთ...

მირიან თედორაძე:

- თუ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს არ ჩავთვლით, მართლა მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი... ბევრ ადგილას, მართლაც ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ავედით პირველად. ჩვენ გავავრცელეთ, რომ ამა და იმ ადგილას ულამაზესი ლანდშაფტი, ჩანჩქერი ან კანიონი იყო. თავდაპირველად, ეს გვიხაროდა, მაგრამ შემდეგ, სანანებელიც გაგვიხდა.

- რატომ?

- ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, ის ადგილები თვალის დახამხამებაში დანაგვიანდა, შემდეგ, იქაურობას ვიღაც კერძო მეპატრონეები გამოუჩნდნენ და უსახური ფაცხები ჩადგეს, იქაურობა საქეიფო ადგილად აქციეს... რა თქმა უნდა, პოპულარიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ყველაფერს კომერციული, გამოყენებითი კუთხით უყურებენ... სახელმწიფო, ასეთი ადგილების დაცვისთვის, თავისებურ გზას მიმართავს - იქაურობას დაცულ ტერიტორიად აცხადებენ და ეს ერთადერთი გამოსავალია... ერთი სიტყვით, რასაც ადამიანის ხელი ეხება, ყველაფერი იცვლება და უმეტესწილად, ცუდისკენ. თუნდაც, კინჩხის მაგალითი ავიღოთ: იმ სოფელში ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, ყველა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ბუნებას, 2004 წლამდე იქ თევზაობაც კი აკრძალული იყო. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც ფოტოები გავავრცელეთ, იქაურობა ერთბაშად შეიცვალა - მთელი საქართველოდან დაიწყო ხალხმა დინება. თევზაობას ვინ ჩივის, მხოლოდ კალმახს იჭერდნენ, სხვას არც კადრულობდნენ... გზა გაიჭრა. თანდათან ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის, ადგილობრივებიც... ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ბუნებაზე. სახელმწიფოც, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ჯებირებით შემოღობა იქაურობა. რამდენიმე ადგილას შესვლა ფასიანიც გახადეს, რამაც ტურისტების რაოდენობა შეამცირა.

- გარდა იმისა, რომ მუდმივად `ველად გაჭრილი ხარ~, ვიცი, რომ ცდილობ, ეს სიამოვნება სხვამაც მიიღოს...

- დიახ, მთელი ზაფხული ბევრი ადამიანისგან მესმოდა, რომ ერთი დღით მაინც უნდოდა ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ლაშქრობებზე სიარულთან ერთად, ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის პროდუქციაც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა და იმავდროულად, მთელი ქვეყნის გამორჩეულად ლამაზ ადგილებში, ვიდეოს იღებდნენ. მე გამყოლი ვიყავი, თან ვიდეოსაც ვიღებდი. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიმუშავე იქ, შემდეგ კი წამოვედი. რა თქმა უნდა, შემოსავალი დამაკლდა, მაგრამ თავისუფლებით ბედნიერი ვიყავი. მაშინ დავფიქრდი იმ ადამიანებზე, ვინც სამსახურის დაკარგვის შიშით, ბევრ რამეს ითმენდა. ასეთს ბევრს ვიცნობდი, მათი დიდი ნაწილი შაბათ-კვირასაც მუშაობდა და ქალაქიდან გასვლაზე ოცნებობდა... ერთხელაც ვიფიქრე, იქნებ ერთი დღით მაინც შევცვალო ეს ადამიანები-მეთქი. ვცადე ავტოიმპორტიორობა - იმან, ვინც უნდა `შემეცვალა~, ერთ დღეში მასწავლა სამუშაო სპეციფიკა და მეორე დღეს მე ის `შევცვალე~.

ასევე, ერთი დღით `შევცვალე~ ჩემი მეგობარი, ბუღალტერი გოგონა, ძალიან ჩახლართულ ანგარიშებს არ შევჭიდებივარ, მაგრამ ინვოისებსა და ზედნადებებს მშვენივრად გავართვი თავი. გადარიცხვებიც გავაკეთე და სხვა წვრილმანი საქმეებიც... კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს, ის ბიჭი მთლიანად ვერ `შევცვალე~, მაგრამ მივეხმარე და 3 დღის საქმეს დღე-ნახევარში მოვრჩით. ჰოდა, ის ბიჭი ლაშქრობაში ჩვენთან ერთად წამოვიდა... როდესაც ადამიანს ბუნება გულწრფელად უყვარს და მასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, შემიძლია, ყველაფერში დავეხმარო, ოღონდაც მან სულიერად დასვენება შეძლოს. ასე მგონია, ასეთ ადამიანებს ცუდის გაკეთება არ შეუძლიათ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი