"გააქტიურდა ვირუსი, რომელმაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის შემთხვევები გამოიწვიოს"

"გააქტიურდა ვირუსი, რომელმაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის შემთხვევები გამოიწვიოს"

"დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჯერ გრიპის შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ზამთარი ვირუსების გარეშე არ ჩაივლის... იგი მოსახლეობას მნიშვნელოვან რჩევებსაც აძლევს...

- გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა, ცოტა იგვიანებს... უფრო აქტიურად ცირკულირებს ვირუსი, რომელმაც შეიძლება პატარა ბავშვებში ცრუ კრუპის შემთხვევები გამოიწვიოს. ასევე ცირკულირებს რესპირატორულ-სინთეტური ვირუსი, ასევე სხვა ვირუსები, გაციების ვირუსს რომ უწოდებენ... არის პარაგრიპის ვირუსები და ადენოვირუსებიც...

- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გავრცელებულია ბატონები - ქუნთრუშა...

- ქუნთრუშას და ჩუტყვავილას ცალკეული შემთხვევები ყოველთვის არის, მაგრამ გავრცელებული ნამდვილად არ არის... ზოგ წელიწადს მეტია და ზოგ წელიწადს - ნაკლები. ახლაც ასეაა!

ჩვენს ვებგვერდზე ყველას შეუძლია გაეცნოს, თუ როგორია გრიპის მაგვარი ვირუსების დინამიკა... შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით წელს ნაკლები შემთხვევებია. რადგან ჯერ კიდევ გრიპის შემთხვევა არ გამოჩენილა, წელს ველოდებით, რომ საშუალო სეზონი იქნება. არაფრით გამორჩეული რომ დაავადების მატება იყოს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი