"შვიდკაცას" გამოსვლით აღფრთოვანებული ვარ!" - რას წერს Warriors-ის პრეზიდენტი ქართულ ანსამბლზე

"შვიდკაცას" გამოსვლით აღფრთოვანებული ვარ!" - რას წერს Warriors-ის პრეზიდენტი ქართულ ანსამბლზე

"შვიდკაცას" გამოსვლას Oracle Arena-ზე საკალათბურთო გუნდის Warriors პრეზიდენტი რიკ უელცი "გასაოცარს" უწოდებს. ქართული ანსამბლის გამოსვლით აღფრთოვანებულმა უელცმა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ მეგობარს, საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თედო ჯაფარიძეს მისწერა.

"ისინი არაჩვეულებრივები იყვნენ! ასეთი აპლოდისმენტები ჩვენი ჰიმნის შესრულებისთვის აქამდე არ მომისმენია. მათი გამოსვლა ტაიმებს შორის ძალიან შთამბეჭდავი იყო!" - წერს უელცი ჯაფარიძეს.

ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" ზაზა ფაჩულიას გუნდის, "გოლდენ სტეიტის" საშინაო სტადიონ Oracle Arena-ზე "მემფისთან" მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი 21 დეკემბერს შეასრულა.

იხილეთ ვიდეო : ამაყი ზაზა ფაჩულია, როდესაც "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტისა" და "მემფისის" მატჩზე მრავალჟამიერს ასრულებს

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?