კახა კალაძე - დარჩა უბნები, სადაც ვერ მოხერხდა საახალწლო ილუმინაციების მოწყობა, მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით

კახა კალაძე - დარჩა უბნები, სადაც ვერ მოხერხდა საახალწლო ილუმინაციების მოწყობა, მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით

დარჩა უბნები, სადაც ვერ მოხერხდა საახალწლო ილუმინაციების მოწყობა. მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით და უფრო ლამაზი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, განახლებულ აღმაშენებელზე საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის გახსნას დაესწრო.

თბილისის მერმა აღმაშენებლის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის "საქართველოს ბანკს" მადლობა გადაუხადა. "ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან აღმაშენებელი მთლიანად "საქართველოს ბანკის" მიერ არის მორთული, ეს ჯიხურებიც, თავიანთი სტარტაპერები ჰყავთ შემოყვანილი და რაც მთავარია, პროდუქტი, რომელიც იყიდება, არის საქართველოში ნაწარმოები. საშობაო, საახალწო განწყობაა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი არის გამოსული. 7 იანვრამდე ასე იქნება და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეეძლება გამოვიდეს როგორც დედაენის ბაღში, ასევე ახალ აღმაშენებელზე, სადაც სასიამოვნო გარემო დახვდებათ", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის საახალწლო ილუმინაციები აღმაშენებლის გამზირის ძველ რეაბილიტირებულ ნაწილში, კალაძე ამბობს, რომ ძველი აღმაშენებლიც გაკეთებულია და მისი გაფორმება ხვალ დასრულდება. "დარჩა კონკრეტული რაიონები, უბნები, სადაც ვერ მოხერხდა ილუმინაციების მოწყობა. მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით და უფრო ლამაზი იქნება", - დასძინა კახა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი