რატომ დააჯარიმა მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი

რატომ დააჯარიმა მერიამ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი 140 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მიეცა.

მერიის ინფორმაციით, მათი შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

"თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის - "სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია", - აცხადებენ მერიაში.

როგორც თბილისის მთავრობაში განმარტავენ, მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, მისი თქმით, თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელი.

"დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა "სითი ინსტიტუტი საქართველომ" უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ:

"თბილისის გენერალური გეგმა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თითოეული ჩვენთაგანისთვის, ქალაქის განვითარებისთვის და რაც მთავარია, ქალაქის სწორად განვითარებისთვის. დაჯარიმება მოხდა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და მათ გამოსწორებისთვის 10-დღიანი ვადა მიეცათ. იმუშავებენ და წარმოადგენენ", - განაცხადა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი