პატრიარქი მრევლს: "ეს 40 წელი იყო უმძიმესი... თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე"

პატრიარქი მრევლს: "ეს 40 წელი იყო უმძიმესი... თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე"

ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი, - ამის შესახებ სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სვეტიცხოვლის ტაძარში, ინტრონიზაციის 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ამ წლების გავლას ვერ მოახერხებდა, რომ არა მრევლისა და ხალხის სიყვარული. ამასთან უწმინდესმა მრევლს მისთვის ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. მე ყველას დიდ მადლობას ვუძღვნი. მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო, უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია", - ბრძანა ილია მეორემ.

წაიკითხეთ: ყველაფერი პატრიარქის შესახებ - საინტერესო ამბები ილია II-ს საერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი