კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:44 / 25-12-2017
მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს
მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს.

"მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით.
599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა). დიდი მადლობა ყველას " - წერს ქაცარავა.

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ტიფლისმა" და "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე


09:20 / 04-01-2018
zaza
0
იარეთ მეორადი უკატალიზატორო მანქანებით , დაიწამლეთ თავები და დაწამლეთ თქვენი შვილები , მერე ყლაპეთ გრავიოლა და სოდა , რომლებიც თურმე სიმსივნეს არჩენენ, ან ექიმებს აგინეთ რომ მალავენ სიმსივნის საწინააღმდეგო წამლებს იმისთვის რომ ფული
გამოეხმაურე / 0 /
00:16 / 28-12-2017
onkologs ონკოლოგისგან
0
რომელი მაგნატი მე მნახე ამ მაფიის. მე ვაწესებ ფასებს ამ პრეპარატებზე? მე მხოლოდ მკურალი ექიმი ვარ და რაც ვისწავლე და რა გამოცდილებაც მაქვს იმით ვხელმძღვანელობ. ეგ გრავიოლა ბაობაბი და ა.შ აქაც კი იყიდება და იაფია შენი აზრით? 60 ევრო ხომ ღირს? და მისი შემადგელობა წაკითული გაქვს? და ეგ უნდა ღირდეს მაგდენი? ვინმე გინახავს ამით განკურნებული? ტკივილებს თუ ხსნის ეგ განკურნებაა? თუმცა მეც რას გეკამათები.ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდე ამ დარგში,რამე აზრი რომ გამოთქვა.
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49