რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილი სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილი სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცნობილ მსახიობს გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია... გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ტიფლისმა" და "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა.

გიორგი მახარაძე მომღერალ მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლეა. mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში, მსახიობის ყოფილი სიდედრი, ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გიორგის ყველა გვერდით დაუდგეს ამ მძიმე განსაცდელის დროს...

- ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ეს ამბავი რომ შევიტყვეთ... მე მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე კარგად იქნება. თურქეთში წაყვანას აპირებენ და გვაიმედებენ, რომ ამ ეტაზე როგორც არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ფაქტობრივად მოსარევი პროცესია...

- საზოგადოებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ შეიტყო გიორგის ჯანმრთელობის პრობლემებზე... თქვენ უფრო ადრე იცოდით ამის შესახებ?

- ჩვენც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და გავოგნდით... მე გიორგი შვილივით მყავდა წელიწად-ნახევარი, როდესაც ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა... ამიტომ არც კი მინდა ფიქრი, რომ შეიძლება ცუდი გაგრძელება ჰქონდეს ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგად იქნება განაგრძეთ კითხვა

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი