ვინ არის საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 162 შთამომავლით

ვინ არის საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 162 შთამომავლით

დასავლეთ ევროპაში ყველაზე ხანდაზმმული წყვილი საქართველოში ცხოვრობს. 95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეები, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში ცხოვრობენ. მოხუც წყვილს 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი ჰყავს, სულ 162 შთამომავალი. მათ თანაცხოვრებას უნიკალურობას ერთად გატარებული 77 წელიც სძენს. სოციალური დოკუმენტაციის თანახმად, წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა.

მიმდინარე წლის მაისის თვეში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ხასანი და ზექიე სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან. ოჯახმა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა შემოინახა.

ნიკა საჯაია

Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი