2017 წლის 7 პოზიტიური ამბავი ინფოგრაფიკაში

2017 წლის 7 პოზიტიური ამბავი ინფოგრაფიკაში

2017 წელს რამდენიმე დღეში დავემშვიდობებით. წელს თუ შევაჯამებთ, ბევრი მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი, ტრაგიკული თუ სასიხარულო მოვლენის მომსწრენი გავხდით... თუმცა, რადგან ყველაფერზე ერთად ვერ ვისაუბრებთ, გადავწყვიტეთ წლის 7 ყველაზე პოზიტიური ამბის შესახებ გიამბოთ, რომელიც საქართველოში მოხდა.

მაშ ასე, 2017 წლის ყველაზე კარგი ამბები ასე გამოიყურება:

ვიზალიბერალიზაცია

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილდებიან.

28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 162 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს ჩინეთის ბაზარი, რომელიც აერთიანებს, დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის.

"რკინის აბრეშუმის გზა"

რკინიგზის გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც "რკინის აბრეშუმის გზა". მას ეკონომიკურ წინსვლასა და რეგიონის სტაბილურობის ხელშეწყობაზე მიმართულ პროექტად მიიჩნევენ.

Javelin

სამხედრო ექსპერტების თქმით, საქართველო "ჯაველინ"-ის სისტემის მიღებას, ბოლო 10 წელია ცდილობდა.

FGM-148 აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოჩნდა, ის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომლის გამოყენებაც ასევე ჯავშანტექნიკის, ბუნკერების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგაც შეიძლება. ულტრათანამედროვე კომპლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერთობლივი კომპანია აწარმოებს.

საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად, FGM-148 "ჯაველინ"-ის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მებრძოლებმა 2017 წლის აგვისტოში, ვაზიანში, "ღირსეული პარტნიორის" სწავლების დროს გამოიყენეს.

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას მოითხოვდა. სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი.

რეკორდსმენი ქართული ღვინო

უახლესი კვლევების თანახმად, 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დაწურული ღვინო მსოფლიოში უძველესად აღიარეს. შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა მსოფლიო გინესის რეკორდსმენების სიაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის ფრანგმენტები ჩვ.წ. 6000-5800 წლებს მოიცავს.

ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში, ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 - 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო.

მსოფლიოში ყველაძე ძლიერი ქართველი მამაკაცი

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა და ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი