მწერალი დავით ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს

 მწერალი დავით ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს

მწერალი დავით ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, დავით ტუტაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან მწერლების შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, მედიკოსებმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა მაინც საჭიროდ ჩათვალეს.

კულტურისა და სპორტისა მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა. მოგვიანებით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც შეუერთდა, სადაც საუბარი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ შემთხვევაზე გაგრძელდა. მოულოდნელად მწერალი დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი