"შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა" - რას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

"შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა" - რას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

ჩემი მოთხოვნაა, იმ სპეცრაზმელის დასჯა, ვინც ჩემს შვილს ესროლა, - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოჯახის და მთელი პანკისის მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე.

"ჩემი შვილი არაფერში გარეული არ ყოფილა. გამაგებინონ, ვინ ან რატომ ესროლა? მინდა დამნაშავე დროულად დაადგინონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს დამნაშავე. ვიცით, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ?! ვის რას უშავებდა?!", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩლიკაშვილი მომხდარის გამოძიებას ითხოვს. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უნდა დაისაჯოს ის, ვინც მის შვილს ესროლა და ისიც, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა.

"ეს შვილი ჩემთვის ყველაფერია. მის მერე აღარაფერი აღარ მინდა. თუ ის არ გამოვა მდგომარეობიდან და არ გადარჩება, აღარც სიცოცხლე აღარ მინდა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინც ჩემს შვილს ესროლა და ვისი დაკვეთაც იყო, ზემდგომების ჩათვლით, დაისაჯოს. ვითომ ტერორისტებს ხოცავენ, საფრანგეთიდან და ამერიკიდან ფულს იღებენ. უსაქმურად რომ სხედან, ეს ფული ხომ სადღაც უნდა ჩამოწერონ. ამათ ვინ აიყვანეს, სად აიყვანეს და რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩემი საქმე არ არის. ამათ ეს ფული ჩემს უბედურ თავზე თავიანთი ბედის ასაგებად გამოიყენეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი