"კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა" - გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც "ბედნიერების აკადემია" დააარსა

"კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა" - გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც "ბედნიერების აკადემია" დააარსა

ექიმ-გინეკოლოგსა და რეპროდუქტოლოგს, მხატვარს, პოეტს, სერტიფიცირებულ ასტრონავტსა და ფოტომოყვარულ არსენ გვენეტაძეს ბედნიერების აინშტაინს უწოდებენ. როგორც თვითონ ამბობს, რასაც აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ადამიანები კი - ბედნიერები! ამიტომაც გაუჩნდა იდეა, დაეფუძნებინა "ბედნიერების აკადემია" და ეს იდეა სისრულეში მოიყვანა კიდეც. სამიოდე კვირის წინ თბილისში გაიმართა "ჰეფინეს აკადემიის" პრეზენტაცია. რა არის ბედნიერება, რაში იპოვა ბედნიერება თვითონ და რატომ სჭირდებათ ქართველებს ბედნიერების სწავლა, ამის შესახებ ვისაუბრეთ ამ ნოვატორ და ძალზე საინტერესო ადამიანთან.

- ბედნიერების მიღება და გაცემა უადვილესია. რაც მეტს იღებ, უფრო მეტს გასცემ და რაც მეტს გასცემ, უფრო მეტს იღებ - ამას "ჰეფინეს" ანუ "ბედნიერების წრე" დავარქვი. ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, მაგას კი მართალს ამბობ, მაგრამ თავიდან საიდანღაც ხომ უნდა მქონდეს, რომ გავცეო? დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა უნდა მოიპოვო, საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე და თავისუფლება მოიპოვო. აი, ამით მიიღებ ბედნიერებას და როგორც კი მიიღებ, უკვე შეგიძლია გასცე. რა არის ბედნიერება? არ იჭმება, არ ისმება, არც ბანკში სესხად იძლევა - ან ხარ ბედნიერი, ან - არა. იცვლება სიტუაციები, წარმატებას წარუმატებლობა ცვლის და ბედნიერება სამუდამო არ არის, მაგრამ შეგიძლია, წარუმატებლობის დროსაც კი იპოვო რაღაც, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს: მარცხი გამოცდილებად ჩათვალო ან მიხვდე, რომ ეს შენი საქმე არ არის და სხვა რამისკენ მიმართო სურვილები... ადამიანმა არც ერთი შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან, თუ უნდა, წარმატებას მიაღწიოს. ციდან არაფერი ცვივა. კონტრასტების გარეშე კი ბედნიერების აღქმა შეუძლებელია. უბედურება ჩვენივე მოგონილია და ასეთ ადამიანს რომ ჩამოუთვალო, ბევრი რამ აღმოჩნდება, რის გამოც ის წესით ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს.

- თქვენ რამ გასწავლათ ყველაფერში პოზიტივის ძიება?

- მძიმე დიაგნოზი დამისვეს. დავფიქრდი, რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს-მეთქი? მოვმკვდარიყავი, სხვა ხომ არაფერი? მერე სხვა რამეზე დავფიქრდი: ვინმე არის დედამიწის ზურგზე, ვინც არ კვდება? რა არის მნიშვნელოვანი - ყოველდღე სიკვდილის შიშით ვიცხოვრო და არაფერი ვაკეთო, თუ ჩემი სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი? ამიტომაც გადავწყვიტე, დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამომეყენებინა... კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა და ხშირად ვამბობ: რომ არა სიმსივნე, ამ ცხოვრებაში იმის მეათედსაც ვერ ვისწავლიდი და ვერ მივხვდებოდი, რაც დღეს ვიცი. ცხოვრება საინტერესოა და იმავდროულად, ძალიან ხანმოკლე. ბედნიერების შეცნობაში დეილ კარნეგის წიგნებმა და ლექციებმა უდიდესი როლი ითამაშა.

- მაგრამ ვიდრე ბედნიერებას შეიცნობ, ალბათ ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნო ზედმიწევნით და კიდევ, შინაგანი თავისუფლების ხიბლი, ხომ?

- დიახ, ამისთვის პიროვნებად, პერსონად უნდა ჩამოყალიბდე, რისთვისაც თავისუფლება აუცილებელი პირობაა. ჩემი ვაჟი 18 წლის რომ გახდა, ვუთხარი: არ ვიცი, რა უნდა გაჩუქო, ამიტომაც გჩუქნი თავისუფლებას. პასუხისმგებლობა აიღე შენს თავზე, მიიღე გადაწყვეტილებები და პასუხისმგებელიც თავად იყავი-მეთქი. ასეც ცხოვრობს. სულ რამდენიმე კვირაა, რაც მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, რასაც მივესალმები. უმეტესობა იმიტომ ვერ აღწევს წარმატებას, რომ უჭირს მიზნების დასახვა და მუდამ სხვისი გადაწყვეტილებების მოლოდინშია. მოტივი აუცილებელია, თუ გინდა რამეს მიაღწიო. კარგი ცხოვრება მინდა - აი, ბევრი ფული რომ მქონდეს და არაფერს ვაკეთებდე, - ასე ფიქრობს დღეს ბევრი უფროსი თაობის წარმომადგენელიცა და ახალგაზრდაც. სიმართლე ვთქვათ, ნაცარქექიაა ჩვენი მთავარი ზღაპარი. ვითომ გამჭრიახობას გვასწავლის, სინამდვილეში კი იმას ასწავლის ბავშვებს, როგორ მოატყუოს სხვები, მიისაკუთროს სხვების ქონება და მერე ისევ წამოწვეს და გააგრძელოს ნაცრის ქექვა. ნაცრის ქექვით არაფერი კეთდება! განა რეალობაში ასეთი რამ მისაღებია?... განაგრძეთ კითხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა