როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის პირველ კვირაში - გრძელვადიანი პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის პირველ კვირაში - გრძელვადიანი პროგნოზი

სინოპტიკოსები დღეს არამდგრად, ხვალიდან კი უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +6 +11 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი - +7 +12 გრადუსის ფარგლებში.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატური მოიმატებს და +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი კვლავ +7 +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

იხილეთ ვიდეო: წვიმა, თოვლი და დაკლებული ტემპერატურა - როდის გამოიამინდებს და როდიდან გაურესდება კვლავ ამინდი საქართველოში?

უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4 იანვარსაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით ისევ მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში +7 +13 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ღამის საათებში შესაძლებელია მცირე ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით.

სინოპტიკოსები 5 იანვარს დილიდან უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამასთან, 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი