"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა" - გაიცანით საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი

"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა" - გაიცანით საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი

ამ ოჯახის ყველა წევრი მუსიკას ემსახურება: დავითი ჰობოისტია, ლილი მევიოლინე, ქალიშვილები - ვერიკო და სოფიკო ასევე მევიოლინეები. ისინი წლებია ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თურქეთში, თუმცა სამშობლოსთან კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტიათ და მათი წარმატებები არა მარტო თურქეთს, საქართველოსაც ეკუთვნის. 21 წლის ვერიკო ჭუმბურიძემ რამდენიმე წელია, მსოფლიო მუსიკალური საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. იგი, როგორც სოლისტი, კონცერტებს მართავს და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან უკრავს. მუსიკოსების ოჯახს ქალბატონი ლილი ჭუმბურიძე გაგვაცნობს.

- მე და ჩემი მეუღლე თურქეთის ქალაქ მერსინის კონსერვატორიის პედაგოგები ვართ, დავითი დოცენტია. უფროს ქალიშვილზე 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედით. ჩვენ მაშინ გერმანიაში ვაპირებდით წასვლას. მერე ისე მოხდა, რომ დავითი იაპონიაში მიიწვიეს, თუმცა ჩემ გარეშე. თურქეთში იცოდნენ, რომ ის საქართველოში გამართული, ჩასაბერ საკრავთა კონკურსის გამარჯვებული იყო და რადგან კარგ ჰობოისტს ეძებდნენ, აქ შესთავაზეს ჩამოსვლა. საბოლოოდ არჩევანი თურქეთზე შევაჩერეთ.

ვფიქრობდით ექვსი თვე გვემუშავა, მაგრამ თვეები გაიწელა და უკვე 22 წელია, ეს პროცესი გრძელდება (იცინის). საქართველოსთან კონტაქტი არასოდეს დაგვიკარგავს. როცა ვერიკო წამოიზარდა, ძალიან მინდოდა ნიჭიერთა ათწლედში ესწავლა კონსტანტინე ვარდელთან, რომელიც მომწონდა, როგორც მუსიკოსი. კონსერვატორიის პედაგოგს, ბატონ ნოდარ ჟვანიას (მე მასწავლიდა) ვთხოვე და ვერიკო ათწლედში გავაფორმეთ. სირთულეები გვქონდა, რადგან საქართველოში გარკვეული დროით ჩამოვდიოდით, მერე ვერიკო გამოცდებს ექსტერნად აბარებდა, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდით. ასე წინ და უკან გვიწევდა სიარული.

- ქალიშვილებმა თქვენი ზეგავლენით აირჩიეს ვიოლინო?

- როცა ვერიკო ძალიან პატარა იყო, ბალეტი განსაკუთრებულად უყვარდა, ცეკვაში ღამეებს ათენებდა. ერთხელ, 2 წლის ბავშვი, 40 გრადუსი სიცხით მაღვიძებს და მეუბნება, მე ვერ ვცეკვავ და შენ იცეკვეო... ზედმეტად ემოციური იყო. ჩვენს ქალაქში ცნობილი წყვილია მედეა და ნუკრი მაღალაშვილები (ბალერინა და ბალერონი), მათ ვერიკო შეამოწმეს და მითხრეს: ბავშვს მსხვილი ძვალი აქვს. თუ ბალერინა გახდება, მუდამ პრობლემები ექნება, ამიტომ გირჩევთ, სხვა სპეციალობაზე იფიქროთო.

სწორედ იმ პერიოდში ჩემი კლასის კონცერტი მქონდა და ვერიკოც წავიყვანე. ბავშვმა თქვა, ვიოლინოც მინდაო - ასე დაიწყო მისი მუსიკასთან ურთიერთობა. უმცროსი გოგონა, სოფიკო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა გავასინჯე. ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, რომ კარგი დიაპაზონი და მონაცემები აქვსო. თუმცა გადავწყვიტეთ, მასაც ვიოლინოს განხრით ესწავლა. იმდენად მოსწონდა ეს ინსტრუმენტი, სულ - მასწავლე, მასწავლეს გაიძახოდა. ახლა სოფიკო 17 წლისაა, ჯერ სწავლობს, მერე გერმანიაში წავა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი