პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანულმა კლინიკამ უარი თქვა

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანულმა კლინიკამ უარი თქვა

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის კლინიკიდან უართან დაკავშირებით პასუხი 2 საათის წინ მიიღო. ექიმის ინფორმაციით, მიზეზად კლინიკამ გადატვირთულობა დაასახელა.

„დოკუმენტაცია გადაგზავნილი იყო. დაახლოებით, ორი საათის წინ მოვიდა პასუხი გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანდაცვის სამინისტროში. მათ განაცხადეს, რომ კლინიკის გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება არ შეეძლოთ. ეს იყო მიზეზი, რაც ჩემთვის არის ცნობილი. ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ კიდევ რამდენიმე კლინიკიდან ველოდებით პასუხს, მათ შორის თურქეთიდან, საიდანაც ჯერჯერობით ინფორმაცია არ მოსულა. ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით მუშაობს აქტიურად. კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი