კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:12 / 09-01-2018
უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია
საბავშვო ბაღის შერჩევისას ბევრი მშობელი უპირატესობას ანიჭებს ბაღს, სადაც წინასასკოლო პროგრამა ინტენსიურია და სკოლაში მისვლამდე ბავშვი ბევრ რამეს აითვისებს - მათ შორის, ასოების წერას, შეკრებას, გამოკლებას, უცხო ენებს...

კერძო ბაღების დიდ ნაწილში სკოლამდელი ასაკის ბავშვები სწავლობენ შეკრება-გამოკლებას, ასოების წერასა და კითხვას, ისტორიას, ჭადრაკს, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რამდენად სწორია, დავტვირთოთ ბავშვი სხვადასხვა საგნით სკოლამდე და რა უნდა იცოდეს ბავშვმა 5-6 წლის ასაკში, AMBEBI.GE ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილს ესაუბრა.

"წინასწარ ნასწავლი მასალით მშობლები პირველ კლასში სწავლის მოტივაციას
უკარგავენ ბავშვს. ამასთან, ბავშვებს არათანაბარი ცოდნა აქვთ - ზოგი დადის პრესქულში, ზოგი არა, ზოგმა იცის კითხვა, ზოგმა არა და ამიტომ, მოტივაციის ამაღლება ძალიან სჭირს მათთვის, ვისაც უკვე ყველაფერი ნასწავლი აქვს. ის, ფაქტობრივად, იმავე მასალას გადის" - ამბობს ფსიქოლოგი.



მისივე თქმით, არსებობს უამრავი წინასასკოლო აქტივობა, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხელის ნატიფი მოძრაობების გასავითარებლად - ხაზების გავლება, მონახაზების შესრულება და არა ასოების წერა.

"შესაძლოა, ბავშვს შეეძლოს ასოების ცნობა, თუმცა კითხვა არ უნდა იცოდეს. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა არსებობს პრესქულისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს სკოლის პირველ და მეორე კლასის მასალას. უნდა იყოს თამაშზე, ხატვასა და გაფერადებაზე ორიენტირებული. ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ძალიან სერიოზული პრობლემაა პრესქულებში, რადგან მშობლების მოთხოვნაა, ბევრი რამ ისწავლონ ბავშვებმა, რაც არასწორია. ბავშვს ვართმევთ თამაშის დროს და მოტივაციას საფრთხეს ვუქმნით," - ამბობს ნატა მეფარიშვილი.

რაც შეეხება უცხო ენას, ფსიქოლოგი აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მეორე ენის სწავლა სკოლამდელ ასაკში,  უცხო ენა კი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რაც ქართულ ენას კარგად აითვისებს.

თინათინ კაკიაშვილი
AMBEBI.GE

15:15 / 15-01-2018
ebbe sandi
0
არადა დღევანდელი სკოლადამთავრებულების უმეტესობა ხო სხლავს წერა კითხვით...
გამოეხმაურე / 0 /
22:53 / 14-01-2018
ფსიქოლოგი 2
0
უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა კითხვა სკოლის დამთავრების შემდეგ?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კაბინეტში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უტარდებოდათ, "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო
ადამიანებს, ვისი შემოსავალიც მილიონებით განისაზღვრება, ხელი საუკეთესო სასწავლებლებზე მიუწვდება
ყველაზე რელიგიური ქვეყნების სათავეში იორდანია, იემენი, ეგვიპტე, ინდონეზია და ყატარი არიან
"არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება”
მოსწავლეებს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბერში 15-მდე სკოლის კვების ობიექტი შეამოწმა
პირველ გაკვეთილს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც დაესწრებიან
განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია
ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად სკოლას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49