მთაში თოვლი, ზღვაზე - 5-ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

მთაში თოვლი, ზღვაზე - 5-ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

დღეს დღის მეორე ნახევრიდან, ხვალ დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4- 5-ბალიანი შტორმი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 10 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (უპირატესად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება (დასავლეთ საქართველოში), ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი