"დღეს დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

"დღეს დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

"ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს" - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.

იხილეთ ვიდეო

"დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი, ამ ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის"- განაცხადა აიზა მარგოშვილმა, რომელიც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე გარდაიცვალა.

დაჭრილი უახლოეს საათებში თურქეთის კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკაზე მაჩალიკაშვილების ოჯახმა უარი განაცხადა, არჩევანი კი საკუთარი ძალებით მოძიებულ კლინიკაზე "კოჩი" შეაჩერეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი