თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი