"გამთენიისას სამჯერ მოახერხეს გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, ეს ვეღარ მოხერხდა" - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი

"გამთენიისას სამჯერ მოახერხეს გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, ეს ვეღარ მოხერხდა" - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმი

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ბიოლოგიური სიკვდილი დღეს დილის 08:00 საათზე დაფიქსირდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამთენიისას გაუარესდა. ექიმებს სამჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გულის მუშაობა აღედგინათ, თუმცა მეოთხე მცდელობაზე ეს უკვე შეუძლებელი გახდა.

”პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ყველა მის ახლობლებს ჩვენი კლინიკის სახელით და ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ შუადღის შემდეგ გამოიხატა მდგომარეობის საკმაოდ მკვეთრი გაუარესება. უფრო მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს იყო სამი ეპიზოდი. სამივეჯერ სარეანიმაციო ღონისძიებებით მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და დილით, დაახლოებით 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა”, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

პანკისში დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მურნალობას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გადიოდა. ის საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი