კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:23 / 11-01-2018
"ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, მტერსაც არ ვუსურვებ" - მომღერალი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა თავად ეხმარება დაავადებულებს
"ნიჭიერის" ფინალისტი, 31 წლის კახა ჭუმბურიძე ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში დაიბადა და გაიზარდა. პირველ გადაცემაში მან საოპერო არია შეასრულა და იმდენად შთამბეჭდავად, რომ პირველი "ოქროს ღილაკიც" დაიმსახურა. ბოლო 4-5 წელია, რაც ხალხური სიმღერა ოპერამ ჩაანაცვლა და ადრე თუ სერენადებს უმღეროდა სატრფოს, ახლა არიებით ანებივრებს. სწორედ ოპერისა და ბალეტის თეატრთან დამითქვა შეხვედრა და განვლილ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე მესაუბრა.

- ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, სოფელში დაბადებულ-გაზრდილი. სწავლა გავაგრძელე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში, ხის მხატვრული ჭრის სპეციალობით - მეჩუქურთმე ვარ.
ბავშვობიდანვე მომწონდა ჩხირკედელაობა და რაც კარგად გამომდიოდა, ის სპეციალობა ავირჩიე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო.

- გიმუშავია პროფესიით?
- რამდენიმე კაცს საამქრო გვქონდა ნაქირავები და ვაკეთებდით საძინებლებს, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ავეჯს, მაგრამ შემოტანილი ავეჯი უფრო იყიდებოდა, ვიდრე ჩვენი გაკეთებული. არ ღირდა წვალებად და თავი დავანებეთ. ახლა სახლში პატარ-პატარა ნაკეთობებს ვაკეთებ, ჩემს ჭიას ვახარებ. ამ საქმეს სულ ვერ დავანებებ თავს, რადგან ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს და მამშვიდებს ხეზე მუშაობის პროცესი. სხვებს კი უკვირთ, რა ნერვები გაქვს, ერთი პატარა დეტალის გაკეთებას ამდენ ხანს რომ უნდებიო? მას მერე ოპერას უფრო მეტი დრო და ყურადღება დავუთმე, მხატვრობა და ხეზე ჭრა უკვე ჰობად მექცა.

- სიმღერაც შენი ჰობია?
- ბავშვობიდან ვმღეროდი. მამა სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, დედა საბავშვო ბაღის პედაგოგი, თუმცა ორივე სიმღერაზეა შეყვარებული. მამა ხალხური სიმღერების ანსამბლის წევრი იყო ლაგოდეხში. სუფრა ისე არ ჩაივლიდა, რომ მის სამეგობროს არ ემღერა. დედაც ახერხებს სიმღერას, ბაბუა შესანიშნავად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს და ალბათ, მეც გენებში მაქვს ეს სიყვარული. ერთხანს ანსამბლ "ილორის" წევრი ვიყავი. ეს ბოლო წლებია, რაც ოპერას უფრო მეტი ყურადღება დავუთმე და ვნანობ, რომ დაგვიანებით. კონსერვატორიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ 31 წლის კაცს, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს შესანახი, ძალიან დიდ დროს წამართმევდა სწავლა და გადავიფიქრე. დედაჩემის დიდი დამსახურებაა ჩემი ოპერით გატაცება. ტელევიზორში ყოველთვის უსმენდა და მეც მეძახდა: უსმინე, რა კარგად მღერისო. მეც მომეწონა და შევიყვარე. თავიდან თუ დედამ ითამაშა დიდი როლი, მერე უკვე თვითონაც მომინდა, ამ სფეროში ძალები მომესინჯა და დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. ისე არ გათენდება და არ დაღამდება, რომ ოპერას არ მოვუსმინო, ძალიან მამშვიდებს. ამ ჟანრს თავისი მსმენელი ჰყავს და როდესაც "ნიჭიერში" უნდა გამოვსულიყავი, მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მსმე­ნელი. გამიკვირდა, ბავშვებიც კი დიდი ოვაციებით რომ შეხვდნენ ჩემს გამოსვლას.

- ე.ი. მოულოდნელი იყო ასეთი წარმატება?
- ნამდვილად არ ველოდი ასეთ ოვაციებსა და აღიარებას. ვფიქრობდი, თუ კარგად ვიმღერებ, გადამიყვანენ-მეთქი შემდეგ ტურში, მაგრამ ოქროს ღილაკი?! საოცრება იყო... ღილაკს რომ აჭერ, რაღაც სკდება და უცებ შემეშინდა, ავიხედე ზევით და ბრჭყვიალა რაღაცები რომ ჩამოცვივდა, მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. ემოციების გამოხატვა აღარ შემეძლო, დავმუნჯდი, შოკში ვიყავი...განაგრძეთ კითხვა

კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49