კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:44 / 12-01-2018
"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ
ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მობილურით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც უფროსები, უმეტესად, მშობლები მცირეწლოვან პატარებს სიგარეტს სიცილ-კისკისით აწევინებენ, მეტიც, ამ საქმეში ახალისებენ ბავშვებს.

რა ზიანს აყენებს თუნდაც, ასე ხუმრობით შეთავაზებული სიგარეტის ერთი ღერი პატარას ჯანმრთელობას, მის ფსიქიკას და ზოგადად, რა გავლენას ახდენს თამბაქოს გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე, როგორია მწეველობით დაავადებულთა სტატისტიკა - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება:

"ის, რომ პატარას ვინმე სიგარეტს აწევინებს, ეს უპირველესად, იმ ადამიანების შემეცნებისა და ინტელექტის
დაბალ დონეზე მიუთითებს. ამას ხელს უწყობს ტელევიზიაც, ქართული თუ უცხოური სერიალები, სადაც თამბაქოს მოწევა წახალისებულია. კომერციალიზაციას ვწირავთ ჩვენს ჯანმრთელობას?! რატომ? არ გვყოფნის მანქანების გამონაბოლქვი, მძიმე გარემო პირობები? მაგრამ ამ ყველაფერში ჯანმრთელობის შელახვის ძირითადი მიზეზი მაინც სიგარეტია," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. მისი თქმით, დიდი შრომისა და წვალების ფასად მიღებული მწეველობის ამკრძალავი კანონი, რომელიც მთელ ცივილურ სამყაროში, რამდენიმე ათეული წელია მუშაობს, ჩვენთან ვერა და ვერ ამოქმედდა... ამიტომ, მიიჩნევს, რომ უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც ამ საკითხს აფერხებენ.

"სიგარეტი მსუბუქი მოქმედების ნარკოტიკია და ამ ვიდეოს მოქმედი გმირები, რა თქმა უნდა, უნდა გამოაშკარავდნენ, ამაში უნდა ჩაერთოს ყველა, ვისაც ეხება - სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოიყენონ ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს და ასეთი ფაქტები აღარ იქნება. თან, მსგავსი ვიდეოების სოციალურ ქსელში გავრცელება რამდენიმე ე.წ. ლაიქისთვის, რომ ოჯახის წევრებმა პოპულარობა მოიხვეჭონ, დანაშაულია და სასიცოცხლო პროცესებზე ცუდ გავლენას ახდენს! - განმარტავს კახა ვაჭარაძე.

ექიმის თქმით, დღეს მსოფლიო შეთანხმებულია, რომ სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესებს პროვოცირებს. საშინელი სტატისტიკაა ისიც, რომ მწეველთა 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა, საქართველოც.

მწეველებში ჭარბობენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, რის შემდეგაც იღებენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას, მაშინ, როცა სასუნთქი გზების ჩამოყალიბება 25 წლის ასაკში სრულდება!

- უშუალოდ რას აზიანებს მოწევა?
- აზიანებს ტრაქეაბრონქიალურ გზას - ორგანიზმში იწყება როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. ეს არის განვითარების დეფექტები, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ანომალიის განვითარებას, შეიძლება გამწვავდეს თანდაყოლილი პროცესებიც. რაც შეეხება ფუნქციონალურ მდგომარეობას, ამ დროს ორგანიზმში ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები იწყება, - ობსტრუქციული ბრონქიტები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც საკმაოდ საშიშია! ამ დაავადებით მსოფლიოში დაახლოებით 4 მლნ ადამიანი იღუპება, ამასთან, ფილტვის კიბოთი. არსებობს პნევმონიის, ტიპერკულოზის, ასთმის განვითრების რისკები. დადგენილია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა 70-80% მწეველები არიან.

ბატონი კახას თქმით, საქართველოში წლის განმავლობაში 42 000 ადამიანი იღუპება, 11 000 კი მწეველობის მიზეზით, ხოლო 3-4 ათასამდე ადამიანი, მხოლოდ იმიტომ იღუპება და უჩნდება სერიოზული პრობლემები, რომ პასიური მწეველია. ისინი ცხოვრობენ, ან მუშაობენ სიგარეტით დაკვამლიანებულ გარემოში, რასაც მეორადი კვამლი ჰქვია.

ექიმი დასძენს, რომ არსებობს ასევე "მესამედი კვამლიც", რომელთანაც ადამიანებს ასევე უწევთ შეხება, - ეს სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ტანსაცმელია, ნივთები, ოთახი - კვამლი ყველგან და ყველაფერში აღწევს.

"როგორც აღვნიშნეთ, რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, უფრო მაღალია დაავადებების განვითარების რისკი. მწეველობის უარყოფითი გავლენა აისახება არა მარტო სასუნთქ გზებზე, არამედ ენდოკრინულ სისტემაზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულსისხლძაღვთა სისტემაზე, არ არსებობს ორგანო, რომელსაც ნიკოტინი არ აზიანებს, მწეველის ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციისთვის აბსოლუტურად ტოლერანტულია. ამასთან, პრობლემები ექმნება გულსისხლძარღვთა სისტემას. გარდა იმისა, რომ თერმული დაზიანება ხორციელდება, რადგან სასუნთ გზებში გავარვარებული ჰაერი ჩადის, აზიანებს ეპითელიუმს, რაც მიმართულია დაიცვას ჩვენი ტრაქეობროქნიალური სისტემა. ორგანიზმში ხვდება მავნე ნივთიერებები, მათ შორის, მხუთავი აირი CO, ასევე 800-მდე კარცეროგენული ნივთიერება. ამიტომაც ვითარდება ონკოდაავდებები," - განმარტავს ბატონი კახა.

- სიგარეტის თავის დანებების მიზნით, ბევრი ელექტროსიგარეტს ეტანება. არის თუ არა ის უსაფრთხო?
- როდესაც მსოფლიოში სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები დაიწყო, თამბაქოს მწარმოებლები მიხვდნენ, რომ პოზიცია უნდა შეეცვალათ და პირველებმა გამოუშვეს ელექტრონული სიგარეტი. აქცენტი განსაკუთრებით ახალგაზრდებზე გააკეთეს და სხვადასხვა სახის რეკლამით უამრავი ახალგაზრდა მიიზიდეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გარკვეულ ადგილებში, სადაც მოწევა იკრძალებოდა, ელექტრონული სიგარეტი დასაშვები იყო. მიიჩნეოდა, რომ თამბაქოს ანაცვლებდა და ორგანიზმისთვის უვნებელი იყო. თუმცა კვლევებმა დაადასტურა, რომ ელექტროსიგარეტი ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქო, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მისი გამოყენების შედეგად გარემოში არ ხვდება მხუთავი აირი CO.

ელექტრონული სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, ზედა სასუნთქი გზების სიმსივნის რისკი ჩნდება. ამას ხელს უწყობს ის ქიმიური დანამატები, შხამ-ქიმიკატები, რომელიც ელექტროსიგარეტის კატრიჯებშია მოთავსებული. ახლავს ალერგიული დაავადებების გამწვავება, მძიმე ტრაქეაბრონქიალური დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებები და ა.შ.

- მწეველების უმეტესობა მიიჩნევს, თუ სიგარეტს თავს დაანებებს, წონაში მოიმატებს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
- ადრე მიაჩნდათ, რომ თითქოს ნიკოტინმჟავა ხელ უწყობს ჭარბი წონის დაავადებასთან ბრძოლას და ამიტომ არ ანებებენ მას თავს, ეს არსწორია! სიგარეტის თავის დანებების დროს ჩნდება გვერდითი მოვლენები, ეს გარკვეული გარდატეხის პერიოდია, რაც სწორი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ძალიან მალე გადაილახება. რა დროსაც ადამიანებს სისხლში ჟანგბადის შემცველობა ეცვლებათ, კანი ჯანსაღი უხდებათ, რადგანაც სისხლის მომარაგება ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

როდესაც ახალგაზრდებს სიგარეტის თავის დანებებაზე ვესაუბრებით, ისინი იცინიან, თუმცა ჩვენთან კლინიკაში როდესაც ხვდებიან, მაშინ სამწუხაროდ, ტირილი და დაავადებებთან სერიოზული ბრძოლა უწევთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, დროულად გავაცნობიეროთ საფრთხე და რისკები.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
07:30 / 13-01-2018
დავით67
0
არამწეველი ვარ,მაგრამ პასიურ მწეველობას თავი ვერ დავანებე,უფრო სწორად თავს არ მანებებიებენ!გინდა თუ არა მე თუ მწეველი ვარ შენც ჩაიხრჩვიო ასე გამოდის. ამ მთავრობამ კიდევ 2 წლით გადადო კანონი მოწევაზე და მარიხუანის დეკრიმინილიზაცია დაუშვა! სადაა აქ მზრუნველობა საკუთარ ხალხზე? ყველას ფეხებზე არ კიდია ხალხს რა მოუვა?
გამოეხმაურე / 0 /
18:57 / 12-01-2018
Tekla
0
მე ხშირად მაქვს შეხება უცხოეთთან, მრავალკულტურულ გარემოში და დავაკვირდი, რომ განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები თითქმის 100% არამწევლები არიან. ვინ ეწევა? ჩვენისთანა ქვეყნების წარმომადგენლები მხოლოდ, ქალებიც და კაცებიც.როგორც ჩანს, ძალიან ჩამოვრჩით 'მოდას' და დროა ავუხსნათ ახალგაზრდებს (და ძველგაზრდებსაც), რომ ახლა უკვე მოწევა 'გოიმობაა'.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
გარეთ და შიგნით სხვაობა 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრადუსი
ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს
"ისეთი ფილმების ჩვენებას, რომლებიც სიგარეტის მოწევის კადრებს შეიცავს, წინ გამაფრთხილებელი ვიდეო უნდა უძღოდეს"
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
ამერიკელი მეცნიერები მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, დღეში
ფილტვების გაწმენდის მარტივი და ეფექტური მეთოდი
ოქსფორდის და ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს 697 ზრდასრულ მწეველზე
როგორც კი მოწევას დაანებებთ თავს, ალბათ სურვილი გაგიჩნდებათ, რაც შეიძლება სწრაფად
როგორ უარყვეს მონტესორიმ, ატკინსმა, სპოკიმ და სხვებმა საკუთარი რჩევები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49