თბილისში თოვლს ელოდებიან - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

თბილისში თოვლს ელოდებიან - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

12 - 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი