კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:35 / 12-01-2018
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვებს სიცხის დროს - სპეციალისტის რჩევები პრეპარატებთან დაკავშირებით
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ეკა უბერი დედებს სიცხის დამწევ საშუალებებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს:

- მაქსიმალური და მინიმალური დოზა აწერია იბუპროფენს... იბუპროფენის მიღება შესაძლებელია როგორც სიცხის დამწევი, ან როგორც ტკივილგამაყუჩებლის. ტკივილგამაყუჩებელი მიზნით მიღებული იბუპროფენი ნორმალურ, ჩვეულ ტემპერატურას ქვევით არ აგდებს, მაგრამ ინდივიდუალურია და აუცილებელია დოზის გათვალისწინება და ასაკობრივი ნორმების დაცვა. როდესაც საუბარია იბუპროფენის ეფექტურ დოზაზე, გათვლილია წონაზე, თუმცა არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სასურველია, რომ პაციენტებმა ექიმთან გაიარონ დოზირება... სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება დასაშვებია არა
უმეტეს ოთხჯერ დღეში. ეს ეხება როგორც პარაცეტამოლს, ასევე იბუპროფენს ერთად აღებულს. იბუპროფენის მიღების შუალედები მკაცრად არის განსაზღვრული და მინიმუმ 6-7 საათი უნდა იყოს. ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება უსაფრთხოა მხოლოდ სწორი დოზირების შემთხვევაში.

სხვათა შორის უახლესი კვლევებია დადებული, როცა იბუპროფენის გადაჭარბებული მიღება და ხანგძლივად ხმარება (ეს რასაკვირველია ბავშვებს არ ეხება) პოტენციის დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული. ზოგადად ითვლება რომ ლორწოვანს, განსაკუთრებით კი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და ამიტომაც მედიცინაში ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული წყლული. კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის. ამიტომაც ყველა მედიკამენტს და მათ შორის იბუპროფენსაც თავის უსაფრთხოების ზომები აქვს, რომლის დაცვა აუცილებელი პირობაა გართულებების თავიდან ასაცილებლად.

- როცა სიცხე დაბლა არ ჩამოდის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- სიცხე დაბლა არ ჩამოდის რამდენიმე შემთხვევაში. იბუპროფენს რთულად ექვემდებარება სიცხეები პირველი 24-48 საათის განმავლობაში, როდესაც ვირუსი ახალი დაწყებულია. შესაბამისად შუალედები სიცხეებს შორის მოკლეა. სწორი მკურნალობაა დასანიშნი (ძირითად მკურნალობას ვგულისხმობ)... რით არის გამოწვეული სიცხეები? - ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია და სხვა... ანუ ძირითადი მიზეზია დასადგენი, რატომ არ ექვემდებარება სიცხის დამწევ პრეპარატებს ტემპერატურა...

საერთოდ ოცდათვრამეტ-ნახევრამდე სიცხის დამწევი პრეპარატი არ ეძლევა. თუმცა ქართულ რეალობაში როგორც წესი, ოცდათვრამეტიდან აძლევენ და ასეც შეიძლება. თუმცა სამედიცინო რეკომენდაცია არის ოცდათვრამეტ-ნახევარი და მაღალი ტემპერატურა... როგორც მოგახსენეთ, ინსტრუქციაში წერია მინიმალური დოზები, თუმცა რეალური, ეფექტური დოზა არის წონის მიხედვით. ასაკის მიხედვით არ არის, წონის მიხედვით არის დოზირება. უხეშად რომ ვთქვათ, საშუალოდ ათკილოიან ბავშვს მიახლოებით ოთხ-ნახევარი, ხუთი მილილიტრი ეყოფა.

ნუროფენი ერთ-ერთი დასახელებაა იბუპროფენის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. სავაჭრო დასახელებაა იბუპროფენის. თუმცა იბუპროფენი სხვადასხვა დასახელებითაც გამოდის. უბრალოდ ახლა არ მსურს დავასახელო ის წამლები, რომლებიც იგივე იბუპროფენია... ნუროფენის სიროფის შემთხვევაში ინიშნება წონის ნახევარზე. აქაც სასურველია, რომ მშობელმა დოზები ექიმთან გადაამოწმოს. ნუროფენის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ასევე კუჭის და თორმეტგოჯას წყლული განვითარება და მრავალი პრობლემა... ყველა მედიკამენტს და მათ შორის ნუროფენს, ჭირდება უსაფრთხოების ზომების დაცვა და სწორი დოზირება... ტემპერატურა დაბლა რომ არ იწევს, ეს არ ნიშნავს, რომ გაორმაგებული დოზა უნდა მისცეს მშობელმა. მაქსიმუმია სამჯერ დღეში, შუალედი უნდა იყოს 6-7 საათი... ფიზიკური საშუალებითაც შეიძლება მოხდეს ბავშვის გადაგრილება. მაგალითად თბილი წყლის აბაზანა. წყალი უკვე სხეულის ტემპერატურაზე უფრო დაბალია და კარგად გამოიტანს ტემპერატურას ორგანიზმიდან. თუმცა ეს ეფექტი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დროებითია... უნდა დადგინდეს მიზეზი, რის გამოც აქვს მაღალი ტემპერატურა და სიცხის დამწევ პრეპარატებთან ერთად, სხვა პრეპარატების ჩართვაც შესაძლებელია. ნუროფენის ზედმეტი დოზა კი დაუშვებელია!

- რას გვეტყვით ინფექციებთან და გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით?... განაგრძეთ კითხვა
10:27 / 13-01-2018
ჯჯ
2
რაც ასწავლეს,სულ ეგაა-ინსტიტუტში,ყველა ყოფილ ბოილერებში რომაა გახსნილი
გამოეხმაურე / 1 /
17:46 / 15-01-2018
ana
0
თუ იცი საერთოდ ვინ არის ეკა უბერი? გაიკითხე მაინც :/ და მერე წერე კომენტარები!!! უძლიერესი პედიატრია
მსგავსი სიახლეები
შევარდნაძის ბაღი ამ უფერულსა და ცივ სეზონზეც ჰყვავის, იქ სხვადასხვა მცენარე, ფერი ზეიმობს
"თუ ეს სისტემა ჰაკერმა გატეხა, ის შეძლებს, რომ გათბობის ქვაბი მწყობრიდან გამოიყვანოს"
დღეს ქართულ რეალობაში გამქირავებელი უფრო რისკის ქვეშ დგას, ვიდრე დამქირავებელი
გათბობის ყველაზე თანამედროვე და გავრცელებული საშუალება ცენტრალური გათბობის სისტემაა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება
სამწუხაროდ, ზაფხულში ყოველთვის მატულობს ადამიანების წყალში დახრჩობის შემთხვევები
მათი რეალური რჩევები დაგეხმარებათ, საკუთარი ცხოვრების წესის გაკონტროლებაში
"სიმელოტე მაჩოს იმიჯის მორგებას და ზეკაცობას არ ნიშნავს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49