კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:01 / 12-01-2018
"მა­მაია, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ყვე­ლა ქა­ლი შე­ნი იყო და ახ­ლა რამ მო­ან­გ­რია ასეო..." - კურიოზები ექიმისგან, რომელიც 16 წელია გურიაში მუშაობს
სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე უწევთ გას­ვ­ლა. ეს ის რგო­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე რთულ, ზოგ­ჯერ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უხ­დე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და "სას­წ­რა­ფოს" ექი­მის ოპე­რა­ტი­ულ მოქ­მე­დე­ბა­ზეა ხში­რად ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ექი­მის პრო­ფე­სია მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და რთუ­ლია, ხში­რად შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე გა­სუ­ლე­ბი სა­ხა­ლი­სო ამ­ბებ­საც აწყ­დე­ბი­ან და სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­ში ყო­ველ­თ­ვის აქვთ გა­და­ნა­ხუ­ლი უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბე­ბი. გუ­რუ­ლე­ბის ენაკ­ვი­მა­ტო­ბის ამ­ბა­ვი სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ლე­ვან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი 16 წე­ლია, ჩო­ხა­ტა­ურ­ში სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მად მუ­შა­ობს და გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი და მო­სა­ყო­ლიც ბევ­რი
აქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ორ სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კა­ში თე­რა­პევ­ტად მუ­შა­ობს და გუ­რუ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ ექი­მი ლე­ვა­ნი. ის ამ­ბობს, რომ გუ­რულ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იოლი არ არის და აუცი­ლე­ბე­ლია, ექიმს იუმო­რის გრძნო­ბაც ჰქონ­დეს. რო­გორც ტი­პუ­რი გუ­რუ­ლი, თვი­თო­ნაც ენაწყ­ლი­ა­ნი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნ­და.

ლე­ვან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი:
- გუ­რუ­ლებს უყ­ვართ ექი­მე­ბი და ყვე­ლა გუ­რულს უნ­და, რომ მი­სი შვი­ლი ექი­მი გახ­დეს. ჩვენს დროს ექი­მი თუ გა­მოხ­ვი­დო­დი, ეს დი­დი პა­ტი­ვი იყო ოჯა­ხის­თ­ვის. ყვე­ლა არ­წ­მუ­ნებ­და თა­ვის შვილს, ექი­მის პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და. ასე­ვე იყ­ვ­ნენ ჩე­მე­ბიც: დე­და­ჩემს, მა­მი­დებს, დე­ი­დებს, ყვე­ლას უნ­დო­და, ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე სულ სხვა მი­ზე­ზით ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია. ბავ­შ­ვო­ბა­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე ექი­მო­ბა, რომ მე­რე ჩე­მი თა­ვის­თ­ვის მი­მე­ხე­და. გა­მო­ვი­და, ამით ჩე­მებ­საც სურ­ვი­ლი ავუს­რუ­ლე და გა­ვა­ხა­რე. 2001 წლი­დან ჩო­ხა­ტა­ურ­ში "სას­წ­რა­ფოს" ექი­მად ვმუ­შა­ობ. ისე, გუ­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა იოლი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. გუ­რუ­ლებ­თან რომ გქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა და იმუ­შაო, შე­სა­ბა­მი­სი იუმო­რიც უნ­და გქონ­დეს, სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა უნ­დათ გუ­რუ­ლებს. კარ­გი ხალ­ხია, ძა­ლი­ან თბი­ლი, სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე, იუმო­რით აღ­სავ­სე და ექი­მის­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად იუმორ­საც ითხო­ვენ. უამ­რავ პა­ცი­ენ­ტ­თან მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და ხში­რად ყო­ფი­ლა კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ციაც.

"შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დო"
- ერთ ასა­კო­ვან ბე­ბი­ას­თან მოვ­ხ­ვ­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, ძა­ლი­ან შფო­თავ­და პა­ცი­ენ­ტი. ჰქონ­და მა­ღა­ლი წნე­ვა და სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვიწყეთ მე­დი­კამენტური თე­რა­პია და სხვა ნემ­სებ­თან ერ­თად შარ­დ­მ­დე­ნი პრე­პა­რა­ტი გა­ვუ­კე­თეთ. ვზი­ვარ ამ ბე­ბოს გვერ­დით და ვე­ლო­დე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას. გა­დის დრო და მო­ხუც ქალ­ბა­ტონს ვე­კითხე­ბი:
- ბე­ბო, მო­შარ­დ­ვა ხომ არ გინ­დათ?
- არა, ბე­ბო, - მპა­სუ­ხობს პა­ცი­ენ­ტი. ცო­ტა ხან­ში ისევ გა­ვუ­მე­ო­რე:
- ხომ არ გე­შარ­დე­ბათ, ქალ­ბა­ტო­ნო?
- არა.
ისე მოხ­და, რამ­დენ­ჯერ­მე მო­მი­წია ამ კითხ­ვის გა­მე­ო­რე­ბამ და შე­წუხ­და ბე­ბო. მე­ა­თედ შე­კითხ­ვის მე­რე უცებ გა­და­იძ­რო სა­ბა­ნი და მხნედ თქვა:
- გა­მიშ­ვით, ჩე­მი არ გე­იშ­ვა არა­ფე­რი ექი­მო, ახ­ლა შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დოო.
გვეშ­ვე­ლა, ჩე­მი ხათ­რი­ზა მო­შარ­დ­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ბე­ბოს წნე­ვა­მაც და­ი­წია და კარ­გად გახ­და.

"ბე­ბო, შენს ქმარს გუ­ლი გო­უს­კ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და"
- ისევ ასა­კო­ვან ქალ­თან ვი­ყა­ვი გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, რო­მელ­საც მე­უღ­ლე ახა­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­და და ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. გავ­სინ­ჯეთ პა­ცი­ენ­ტი. ექ­თა­ნი ლია კო­რო­ში­ნა­ძე მახ­ლ­და და ვუთხა­რი, ლია, გა­ამ­ზა­დე ინი­ექ­ცია და გა­ვუ­კე­თოთ ნემ­სი კუნ­თ­ში-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში მეც იქ­ვე ჩა­მოვ­ჯე­ქი და მო­ნა­ცე­მებს ვავ­სებ­დი. ძა­ლი­ან შე­ყოვ­ნ­და ნემ­სის გა­კე­თე­ბა, შევ­ტ­რი­ალ­დი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვე­კითხე­ბი ლი­ას, - რა­ტომ არ აკე­თებ ამ­დენ ხანს-მეთ­ქი? იქ­ვე იდ­გა მე­ზობ­ლის ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი, რო­მე­ლიც თურ­მე ხდი­და ბე­ბოს საც­ვალს, რომ საჯ­დო­მი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ექ­თა­ნის­თ­ვის და უცებ ამ ქა­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, მო­ხუცს უთხ­რა:
- ბე­ბო, შენს ქმარს გუ­ლი გო­უს­კ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და, ამ­დენ ხანს ჩახ­დას რომ დე­იწყებ­დი და ვერ და­ამ­თავ­რებ­დიო. თურ­მე ამ­დე­ნი ხა­ნი ხდი­და მე­ზო­ბე­ლი და ვერ გა­ხა­და, იმ­დე­ნი ეც­ვა და ისე­თი გრძელ­ტო­ტი­ა­ნი ფო­ხა­ნე­ბი, რომ ბო­ლომ­დე ვერ ჩა­ვი­და. ბევ­რი ვი­ცი­ნეთ ამა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ ბე­ბოს ნემ­სიც გა­ვუ­კე­თეთ და წა­მო­ვე­დით. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დით იმა­ვე მი­სა­მარ­თ­ზე, ისევ იქ იყო ეს ახალ­გაზ­რ­და მე­ზო­ბე­ლი. გავ­სინ­ჯე მო­ხუ­ცი, მი­ვე­ცი რჩე­ვე­ბი და მთხო­ვა:
- ნა­მე­ტა­ნი ახ­ვე­ლებს ამ გო­გოს და ფილ­ტ­ვებ­ზე იქ­ნებ მო­უს­მი­ნოო.
სი­ცი­ვე იყო ძა­ლი­ან და გო­გოს თხლად ეც­ვა, გულ­მ­კერ­დი მო­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და:
- ნა­მე­ტა­ნი მო­გი­შიშ­ვ­ლე­ბია ეს გულ­მ­კერ­დი, - ვე­უბ­ნე­ბი და თან ვუს­მენ ფილ­ტ­ვებს.
უცებ, ეს მო­ხუ­ცი მო­უბ­რუნ­და მე­ზო­ბელს და ეუბ­ნე­ბა:
- ეე, ბე­ბია, იმი­ზა მაც­ვია მე გრძელ­ტო­ტი­ა­ნი ფო­ხა­ნე­ბი, რომ არ გავ­ცივ­დე და შენ რომ არ გაც­ვია, ამი­ტომ ხარ გა­ცი­ე­ბუ­ლიო.
ასე გა­და­უ­ხა­და "სა­მა­გი­ე­რო" მო­ხუც­მა ბე­ბომ... განაგრძეთ კითხვა
17:35 / 13-01-2018
ტოტო
7
არ გეწყინოთ,მაგრამ გულისამრევი ხუმრობებია.
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49