კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:07 / 14-01-2018
რამდენ დღეს გაგრძედება უამინდობა საქართველოში და რა განცხადებას აკეთებენ თბილისის მერიაში
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი.

15 იანვარს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი.
არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება შემდეგ დღეებშიც.

რაც შეეხება თბილისს, დღეს, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლჭყაპი, საღამოს კი შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15–16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსია ნავარაუდევი.

უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ განუცხადა, შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლითაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქის არც ერთ უბანში მარილის მოყრის ან სხვა რამე საუშაოს ჩატარების საჭიროება არ არის. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის განმარტებით, გუშინ მოსული თოვლის გამო მარილის მოყრის სამუშაოები, საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ წყნეთისა და კოჯრის ტერიტორიაზე ჩატარდა.

"გუშინ ძირითადი ნალექი დაფიქსირდა შემოერთებულ ტერიტორიაზე, როგორიც არის წყნეთი და კოჯორი, და მარილის მოყრის სამუშაოები მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩვენ მზად ვართ, დედაქალქში უხვის ნალექის შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები განვახორციელოთ. შემუშავებულია სპეციალური გეგმა - ჯერ გაიწმინდება ცენტრალური ქუჩები, შემდეგ დამხმარე ქუჩები, ჩიხები და ვიწრო ეზოები, რაც დამოკიდებულია დროსა და ნალექის რაოდენობაზე. ამ ეტაპზე არც ერთ უბანში არ არის მარილის მოყრის საჭიროება", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ

უამინდობის მიუხედავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, ნისლის გამო გუშინ გადადებული რეისები უკვე აღდგენილია, დღეს კი შეფერხება არ დაფიქსირებულა.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. აეროპორტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ პრობლემა არც ერთ დაგეგმილ რეისს არ შექმნია.
01:05 / 15-01-2018
აპაა!
1
აბა, რა იქნება!.. პირდაპირ პუტინთანა აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ბიძინას და იქით მიმავალ ჰაერის ცივ მასებს ჯერ საქართველოში უშვებს და რომ გათბება, მერეღა აწვდის რუსეთს!.. - არ იცოდით?
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49