კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:23 / 14-01-2018
რა თქვა მეუფე შიომ ძველი და ახალი სტილის ახალი წლის შესახებ საკვირაო ქადაგებაში
ჩვენ ვულოცავთ მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს არის ძველი სტილით ახალი წელი. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი. ჩვენს ხალხში შემორჩენილია მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და ახალი წლის მთელი შინაარსი დატვირთული იყო საშობაო სიმბოლიკით,
სიხარულით, მნიშვნელობით. ეს ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ და დღესაც გილოცავთ დიდი სიხარულით", - განაცხადა მეუფე შიომ და ისურვა ეს წელი ყოფილიყოს მადლიანი მთელი ერისთვის.

გარდა ამისა, მეუფე შიომ მრევლს მიულოცა დღევანდელი დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს "წინადაცვეთას უფლისა ისეო ქრისტესი".

"ძველ აღთქმაში ყველა დიდი მოვლენა იყო წინასახე ახალ აღთქმაში შემოდგომში მოსახდენი მოვლენებისა. წინადაცვეთაც იყო ნათლისღების წინასახე. ჩვენ ახლა ვემზადებით ნათლისღებისთვის რამდენიმე დღეში. უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ნათლისღებით გააუქმა წინადაცვეთის აუცილებლობა და დააარსა ახალი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ვიბადებით ქრისტესგან. სწორედ ახალ სულიერ ნათლისღებას და დაბადებას პავლე მოციქული უწოდებს სულიერ წინადაცვეთას. ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქირებს როგორც უფლის მიერ 8 დღის ასაკში აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო სურვილებისა და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით და შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული", - განაცხადა მეუფე შიომ.
ტეგები:
11:05 / 15-01-2018
დათო
0
დიდეცა უფალს, ჩემი პატრიარქის რჩეული....
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| "შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი"
"ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის - არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან"
"თითქოს მონათლულები ვართ, უმრავლესობა ამბობს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ჩანს, რომ არ ვართ ამ მადლით აღვსილნი"
"უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია"
"მოსაყდრეობიდან პატრიარქობამდე ძალიან შორი გზაა... იმედია, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49