"დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს" - მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

"დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს" - მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

14 იანვარს, ძველით ახალი წლის დღეს, ქობულეთის დაბა ოჩხამურში ტრაგედია დატრიალდა, სადაც 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა მორიგ ავტოავარიას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის-მე 5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულსხმობს.

რიონ გოგიტიძე, ოჩხამურის მკვიდრი:

- მირზა ასამბაძე და ნატო გოგოხია ოჩხამურელები არიან, სიყვარულით დაქორწინდნენ, მაგრამ 11 წელიწადი შვილი არ ჰყავდათ, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ შეეძინათ პატარა, რომელიც ნასვამმა მძღოლმა წამებში გამოაცალა მშობლებს ხელიდან. ბოლო ხანს ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვი ბებია-ბაბუებთან ხშირად დაჰყავდათ. ამ საღამოსაც, როცა ეს უბედურება მოხდა, ნატოს შვილი მეუღლის მშობლების სახლიდან დედ-მამის სახლში გადაჰყავდა. რისთვისაც ქუჩის გადაკვეთის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში უნდა გაევლო. დედა-შვილი უკვე საბავშვო ბაღის ეზოში იყვნენ გადასულები, როცა ტრასაზე დიდი სიჩქარით მომავალი, ოპელის მარკის მანქანა გზას ასცდა, საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და დედა-შვილს დაეჯახა... ასე გათავდა ყველაფერი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი