"ბასიანთან" მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატსა და კლუბის დამფუძნებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"ბასიანთან" მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატსა და კლუბის დამფუძნებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატ ზაზა მესხსა და "ბასიანის" დამფუძნებელ ნაჯა ორაშვილს შორის "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ორივე მხარე მიუთითებს, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა.

"ძალიან არასწორი ფაქტი ხდება, როდესაც სასამართლოს გარედან აძლევენ დავალებას, თუ ვინ დაიჭირონ და რა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს არის დაშანტაჟება. უკეთესი იქნება მიხედოთ თქვენს დაქვემდებარებულ ღამის კლუბს. ნარკოტიკების გასაღება და ვაჭრობა ხდება", - მიმართა მესხმა ორაშვილს.

ნახეთ ვიდეო: "ხანჯლით მომართული ადამიანი აწყობს სისხლისღვრას კლუბის შესასვლელთან" – ნაჯა ორაშვილის და თამაზ ქვლივიძის ადვოკატის დაპირისპირება

თავის მხრივ, ორაშვილმა აღნიშნა, რომ "ზუსტად ბრალდებულის მხარემ ჩაიდო ჯიბეში სასამართლო, რასაც მოჰყვა ქვლივიძის გათავისუფლება".

"დაშანტაჟება თქვენ მოაწყვეთ ზუსტად, რომ გირაოთი გამოვიდა ასეთი ბრალდების მქონე ადამიანი. სასამართლო თქვენ ჩაიდეთ ჯიბეში. მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს, რომ ასეთი ბრალდების მქონე ადამიანი იყოს გარეთ. სჯობდა შეფარდებოდა პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების სახით და არც საზოგადოება აღელდებოდა, არც შსს და არც პროკურატურა. რაც ხდება კლუბში ყველამ, კარგად იცის, შსს-მაც, პროკურატურამაც და მთელმა საზოგადოებამ", - განაცხადა ორაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი