"გიორგი რამიშვილს არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან" - ბიზნესმენის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

"გიორგი რამიშვილს არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან" - ბიზნესმენის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის პრესსსამსახური "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კომენტარის საპასუხოდ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ჯაფარიძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბასიანზე" სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის მამა არის გიორგი რამიშვილის "ძალიან ახლობელი" და მისი კონტაქტებით ოჯახი ცდილობდა საქმე ჩაეფარცხა.

რამიშვილის პრესსამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გიორგი რამიშვილის პრესსსამსახური მედიაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური შეფასების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

გიორგი რამიშვილს 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან. თამაზ ქვლივიძის მამიდა არის ჩვენი ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი (ვიცნობთ მას ძალიან დადებით პიროვნებად). თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სიცრუის ტირაჟირების და უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელების მიზეზი.

ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გავარკვიოთ, რას ემსახურება ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დღეს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

წაიკითხეთ: "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი