"ამას ბევრი ქალი ვერ გაუძლებს..." - რა არის "გამჭვირვალე" საკეისრო და როგორ აფასებენ საქართველოში

"ამას ბევრი ქალი ვერ გაუძლებს..." - რა არის "გამჭვირვალე" საკეისრო და როგორ აფასებენ საქართველოში

მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს ახალი ტრენდი -"გამჭვირვალე" საკეისრო კვეთა. ეს ნიშნავს, რომ მომავალ დედას შეეძლება თვალყური ადევნოს საკუთარი ოპერაციის მიმდინარეობას გამჭვირვალე ფარდის მეშვეობით.

ჯერ აშშ-ში, შემდეგ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მეტად პოპულარული გახდა ეს ტენდენცია. ფოტოგრაფმა ალისია ლეონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები საოპერაციოდან, სადაც ჩვეული ქირურგიული ფარდის მაგივრად, გამჭვირვალე პლასტიკის ფარდაა გამოყენებული. ფუნქცია ერთი და იგივე აქვს. განსხვავება არის ის, რომ დედას და ასევე მის ახლობელს (მეუღლეს, დედას), ვინც ესწრება მშობიარობას, აქვს საშუალება თვალყური ადევნოს ბავშვის ამოყვანის პროცესს.

დედები, რომლებმაც უკვე თავის თავზე გამოსცადეს ახალი ტრენდი, სოციალურ ქსელში უზიარებენ მომავალ დედებს თავიანთ ემოციებს:

"ნამდვილი სასაწაულია! მე თვითონ ვიყავი მოწმე საკუთარი შვილის დაბადებისა, მინდოდა ყველა დეტალი მენახა, რისი საშუალებაც მომეცა. მადლობას ვუხდი ექიმებს ამ ემოციებისთვის". ალისა ლეონი თვლის, რომ ეს ინოვაცია მისასალმებელია: " მშობიარობის დროს დედას ახსოვს, როგორ თანაუგრძნობდნენ, როგორ გამოიყურებოდა, ახსოვს ყველაფერი, რაც საოპერაციოში ხდებოდა. მთავარი კი ის არის, რომ მას ახსოვს ის დაუვიწყარი ემოცია, რაც ბავშვის დაბადებს ახლდა თან".

საქართველოში ეს მიდგომა ჯერჯერობით დანერგილი არ არის. რამდენად მართებულია მსგავსი პრინციპით საკეისრო კვეთის ჩატარება? ამ შეკითხვით მივმართეთ ფსიქოლოგს ნანა კეკელიას... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი