"მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა

"მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა

"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "მაგთის" მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებას თან ახლავს შპს "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრია ზოდელავასადმი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის მიერ მიწერილი წერილი, რომელშიც საუბარია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "მაგთიკომის" მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლა.

"შესაბამისად, გთხოვთ, რომ საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე) შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება", - ნათქვამია კახა ბექაურის მიერ კომპანიის დირექტორის მოადგილისადმი მიწერილ წერილში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "მაგთიკომმა" გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი