ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ - ფსიქოლოგის პასუხები

ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ - ფსიქოლოგის პასუხები

მშობლების და შვილების ურთიერთობა ამოუწურავი თემაა, რომელზეც ბევრი დაწერილა. ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. ხშირად მშობლები უკმაყოფილონი არიან საკუთარი შვილებით, აკრიტიკებენ, კიცხავენ და სრულყოფილებისკენ მოუწოდებენ მათ. ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ, რეალურად როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ფსიქოლოგი ინგა ბლესსი პასუხობს.

- მშობლებსა და შვილს შორის როგორ ყალიბდება ურთიერთობა, რა როლი აკისრია ამ დროს მშობელს?

- მშობელსა და შვილს ურთიერთობა ყალიბდება ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი არამცთუ მოვლენილი არ არის, არამედ იქნება თუ არა, ისიც ჯერ არავინ არ იცის. ეს ურთიერთობები იწყება მაშინ, როცა თავად მშობელი არის ბავშვი და როდესაც ის სწავლობს თავის მშობლებთან ურთიერთობას. თავისი მშობლებისგან სწავლობს, თუ როგორი მშობელი უნდა იყოს თავად. ჩემი აზრით, სწორედ აქედან იწყება პატარა ბავშვში "მშობლის" ჩამოყალიბება, რომელიც წლების შემდეგ თავად ხდება მშობელი.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილთან სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს და ბოლომდე შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა?

- პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია იმის განმარტება, რა არის სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობა. რაც არ უნდა ზოგადი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ, ყველა ადამიანი თავის აზრს დებს სიტყვებში - ჯანსაღი და სრულფასოვნება. ამიტომ ძნელია რაღაც რეცეპტის მიცემა. ჩემი მხრივ მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე მშობლები ბევრს მუშაობენ და ძალიან დაკავებულები არიან. შესაძლებელია ბევრი მათგანისთვის მაინცდამაინც საინტერესო არც იყოს ბავშვთან ურთიერთობა. ბავშვთან ურთიერთობა რომ იცოდე, ამის ინტერესი და ხალისი უნდა გქონდეს. ამას კიდევ ცალკე ნიჭი სჭირდება და ეს ყველა ზრდასრულს არ აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიჭი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ჩემი აზრით, მთავარია ბავშვის უპირობო სიყვარული...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი