"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება

"ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი..." - ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი "ბასიანში" მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოების აღშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი კალატოზიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას გაააკეთა.

"მე როგორც დედა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ჩემმა შვილმა ვინმეს ასეთი ზიანი მიაყენოს, ალბათ ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა. ადამიანურად ვუთანაგრძნობ დედამისსაც კი...  მჯერა, რომ ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ვიცი ეს ბიჭი (თამაზ ქვლივიძე) ვინ არის, მაგრამ მე ვიცი ვინ არის "ბასიანის" დაცვა. ზოგადად, დაცვა კლუბის სავიზიტო ბარათია და "ბასიანის" დაცვა, მითუმეტეს ზვიადი, ძალიან ზრდილობიანი და კორექტული ადამიანია. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ იქ გინება და შეხლა-შემოხლა იყო. რა შეეხება საზოგადოების გაღიზიანებას, ეს ბევრმა რამ გამოიწვია, ბევრს უსამართლობის განცდა გაუჩნდა. აბსოლუტურად მართლებიც არიან... საზოგადოება გააღიზიანა ალბათ ამ ცინიზმმა, როდესაც ამხელა ჭრილობას ნაკაწრს ეძახიან... "ბასიანში" ხშირად მივსულვარ და ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს, სწორედ დაცვის წყალობით... როგორც ჩანს, "ფეისკონტროლიც" კარგად მუშაობს, რადგან სანამ გაიგებდნენ, რომ ამ ადამიანს დანა ჰქონდა, მანამდე არ შეუშვეს კლუბში. ზოგადად, ციხეში გაშვების მომხრე არავინ არ არის, არც მე და არც ნაჯა ორაშვილი... სულ იბრძვის "თეთრი ხმაურის მოძრაობა", რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ იჯდნენ, თუმცა როდესაც პირად ზიანზე გადმოდიან და შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, უცნაურია, რომ საზოგადოების ასეთი აღშფოთება უკვირთ" - განაცხადა ნანკა კალტოზიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

მსახიობი ასევე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, ზაზა მესხის მიერ გადაცემა "360 გრადუსში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"გუშინ ვუსმენდი თქვენს ეთერში ზაზა მესხს, სადაც მან თქვა, რომ თურმე "ბასიანში" ნარკოტიკები იყიდება და ასე შემდეგ. საშინელებები ილაპარაკა, საშინელი ცილისწამება იყო. ამ საქმესთან საერთოდ რა შუაშია ის, თუ რა ხდება კლუბში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვართ, ვინც ამ კლუბში დავდივართ და ბატონი ზაზას გამოსვლას ყველა პირად შეურაცხყოფად აღვიქვამთ. ასე, რომ ბატონ ზაზას თავად არ დაჭირდეს ადვოკატი, მეშინია" - განაცხადა კალატოზიშვილმა.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

წაიკითხეთ:

"კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აწყობს ხანჯლით მომართული ადამიანი სისხლისღვრას" - "ბასიანის" დამფუძნებელი

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს