წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის ბოლოდან 20 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი