საბავშვო ბაღებში ბავშვების დატოვება შესაძლოა, ორი საათით გახანგრძლივდეს

საბავშვო ბაღებში ბავშვების დატოვება შესაძლოა, ორი საათით გახანგრძლივდეს

მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა, მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რადიო "პალიტრის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ამ დროისთვის კონცეფციის შემუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

"ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში შევხვდი მშობლების გარკვეულ ნაწილს, თითეული ბაღის წარმომადგენლებს და ბაღებში გახანგრძლივებული სერვისის შემოღების ინიციატივა 200-მდე მშობელს ჰქონდა. კერძოდ, საუბარი იყო 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში დამატებითი სერვისის დანერგვაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და გარკვეული კონცეფციის შემუშავებაზე ვმუშაობთ," - განაცხადა გვანცელაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი